Category Archives: ფილოსოფია
ფილონ ბიბლოსელი
ფილონ ბიბლოსელი - დაიბადა ახ.წ.აღ-ით 50 წელს ბიბლოსში (ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ფინიკიაში,იგივე ბიბლიური გებალი,რომელიც მდებარეობდა ლიბიაში).იგი გახლდათ ერთ-ერთი გამოჩენილი ფინიკიელი ფილოსოფოსი და ისტორიკოსი,რომელსაც ეკუთვნის ფინიკიის რელიგიის,ისტორიისა და მათი კულტურის აღწერა.
“ლუნ იუი”
“ლუნ იუი” - ითარგმნება,როგორც “საუბრები და მსჯელობები”.იგი წარმოადგენს “დაო დე ძინთან”და “ი-ძინთან” ერთად ყველაზე ცნობილ ტექსტებს (წიგნს) შორეული აღმოსავლეთისა.თავის დროზე “ლუნ იუი” – “კონფუციანელთა” ერთ-ერთ მთავარ სახელმძღვანელოდაც განიხილებოდა.
ქსენოფანე კოლოფონელი
ქსენოფანე კოლოფონელი - დაიბადა დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 580/577 წლებში,მცირე აზიის ქალაქ კოლოფონში (ქალაქი იმდროინდელი ლიდიისა).იგი გახლდათ დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსი და მოხეტიალე პოეტი,რომელმაც მას შემდეგ რაც მის ქვეყანაში სპარსები გაბატონდნენ,დატოვა მშობლიური ქალაქი კოლოფონი და დაიწყო მოგზაურობა ძველი საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქებში.
ალესანდრო აკილინი
ალესანდრო აკილინი - დაიბადა 1463 წლის 20 ოქტომბერს ბოლონიაში (იტალია).იგი გახლდათ დიდი იტალიელი ფილოსოფოსი და ექიმი-ანტომი,რომელსაც მოიხსენიებდნენ,როგორც – “მეორე არისტოტელე”.
“მეგარული სკოლა”
“მეგარული სკოლა” - გახლდათ ერთ-ერთი სახელგანთქმული სოკრატისეული-ფილოსოფიური სკოლა ძველი საბერძნეთისა,რომელიც დააფუძნა დიდმა ძველბერძენმა ფილოსოფოსმა – ევკლიდე მეგარელმა ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნეში.სკოლაში მიმდინარეობდა სწავლება სოკრატეს იდეების,ელეატური სკოლის ხედვების და ზოგადად სოფისტების მიმდევრებისა.
სოკრატეს ფილოსოფიის შესახებ…
სოკრატე (ძვ.წ.აღ-ით 470-399 წლები) – განეკუთვნება იმ ლეგენდარულ პიროვნებათა რიცხვს, რომელთაც არაფერი დაუწერიათ და მაინც მსოფლიო აღიარება მოიპოვეს.
ალბერტ აინშტაინის ხედვები…
“შეიძლებოდა თუ არა უფალი ღმერთის დადანაშაულება არათანმიმდევრულობაში,მას რომ გვერდი აევლო ფიზიკური სამყაროს ჰარმონიზების თქვენს მიერ მიგნებული შესაძლებლობებისათვის? მე ვფიქრობ,რომ – არა.
პროტაგორა – “ძირითადი დებულება”
სოფისტიკის მამამთავარი და დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსი - პროტაგორა (დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 490/480-420/410 წლები),რომელიც თავის მხრივ გახლდათ დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსის დემოკრიტეს მოსწავლე,თავის ძირითად დებულებად მიიჩნევდა: “ადამიანი არის საზომი ყველა საგანთა: – არსებულთა,რომ ისინი არიან, და არარსებულთა,რომ ისინი არ არიან”.
იან სიუნი
იან სიუნი დაიბადა ძვ.წ.აღ-ით 58 წელს.იგი გახლდათ ერთ-ერთი გამოჩენილი ძველი ჩინელი ფილოსოფოსკონფუციანისტი,ლიტერატორი,პოეტი და ფილოლოგი “ხანის” ეპოქისა.
სთილპონე მეგარელი
სთილპონე მეგარელი - დაიბადა დაახლოებით ჩვ.წ.აღ-მდე 350 წელს.იგი გახლდათ გამოჩენილი ძველბერძენი ფილოსოფოსი და მეგარული სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი.თანამედროვე: თეოფრასტეს,დიოდორე კრონელისა და კრატეტ ფივანელისა.