ამონარიდი გიორგი ნატროშვილის მოთხრობიდან – „ვინ არის ეს კაცი?!”

„უეცრად სტუმარმა მაღლა აიხედა და მისი თვალი სურათებს რომ შესწვდა, რატომღაც შეცბა, წარბები მოეღუშა და ბავშვებმა აშკარად დაინახეს, რომ სტუმარი გაფითრდა, მერე ვანოს თვალებში ჩახედა და წყნარად უთხრა:

- ოთახი კარგად მოგირთავს… სურათებიც… – და უცებ ხმა ჩაეხლიჩა, – მაგრამ ის რად გინდა?

ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…

„ისეთი დრო მოდის, ისე მოგვერია ეს მანქანები და ისე ვშორდებით ერთმანეთს, რომ თუ რამე გადაგვარჩენს, მეტი სიყვარული და კაცის თაყვანისცემა გადაგვარჩენს”. – (ცრემლი სად არის)

ამონარიდები გიორგი პაპუაშვილის რომანიდან – „შორეული ციალი”

„ომები… უომრად ცხოვრება არც ყოფილა და არც თუ ოდესმე იქნება”.

ამონარიდები პოლიკარპე კაკაბაძის პიესიდან – „ქარიშხალი”

„ეჰ, რამდენი კაცი ფუჭდება უსამართლოდ”.

„დამაკვირდი”

„არსებობენ „გულწრფელი მატყუარები”, რომლებიც თავიანთ ნაკლოვანებებზე ლაპარაკისას მხოლოდ იმ ნაკლზე გვიამბობენ, საპატიებელი რომაა”. – ჟან-ჟაკ რუსო

ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…

„ – ჩვენი თაობა, როგორც ჩანს, ღვინოს ვერ იტანს”. – (დოლომისი)

იაკობ ფუგერი – „ეპიზოდი”

„მას არ გააჩნდა საკუთარი სახელმწიფო, თუმცა თავისუფლად შეეძლო შეეძინა იგი, თუკი მოსურვებდაო”. – ასე ამბობდა თავისი დროის ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, აუგსბურგელი ბანკირისა და ინვესტორის – იაკობ ფუგერის (1459-1525 წლები) ფინანსური შესაძლებლობების შესახებ ხალხი.

ლევ ტოლსტოი წერდა…

„ჭეშმარიტი სიყვარული ისაა, რომელიც განშორებას გაუძლებს”.

ამონარიდები გიორგი ნატროშვილის თხზულებებიდან…

„რა ბედნიერი დღე გათენებულა… საქართველოში მიდიან!” – (სიზმარი)

„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ნუ შევეხებით მამა-შვილის ურთიერთობას, მათი პირადი ჩვენი უფლებების გარეშეა”.