ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „გარდამოხსნა”

„ამ ჩვენს მშვენიერ საუკუნეში სწავლა-განათლება, მეცნიერება, მუქთამჭამელობა და მაიმუნობა ერთმანეთშია არეულ-დარეული”.

Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…

„სიმდიდრე ჭკუით თუ არ მოიხმარე, ან დაგაბრმავებს, ან კაცობას წაგართმევს, გაგაველურებს, მხეცად გაქცევს…”

ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „გათანგულნი”

„საკუთარ სიმდიდრესა და ჭკვას ნუ დაანახვებ ხალხს, ბევრ მტერს გეიჩენ, ცოტა ქე უნდა გყავდეს, გაფხიზლებს ის…”

პოლიკარპე კაკაბაძე – „ერო!..”

„ერო, მრავალის ქარიშხლის და მეხის დამტეხელ საუკუნეთა გადამტანო, ბოლო ჟამს, ბედით, შეესწარ მძლავრის და სასტიკის მტრისაგან ჭირს.

ამონარიდები ნიკო ლორთქიფანიძის ნოველებიდან…

„ – მე არავინა მყავს, მე არაფერი მაქვს – ამას ჰქვიან „გამხეცებული” ადამიანი”. – (ესეც თქვენ)

ამონარიდები რევაზ მიშველაძის ნოველებიდან…

„მთელი ცხოვრება ვასწავლით კაცს ქურდობას და კარგად რომ ისწავლის, სწორედ მაშინ წავუჭერთ ყელში ხელს. ვინ გასწავლა, საიდან შეითვისე ეს მურტალი საქმეო”. – (დიოგენი)

ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „გათანგულნი”

„უფულო კაცი უხელფეხოზე უარესია, ძაღლად არავინ აგდებს – არც მტერი და არც მოყვარე”.

ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „გარდამოხსნა”

„სიბრალული აქვს სათავედ სიყვარულსაც, ნუგეშისცემასაც, ერთმანეთის განკითხვასაც, შეწყნარებასა და შენდობასაც.

Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…

„ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ადამიანს ვერავინ შეაჩვევს ფეხით სიარულის ნაცვლად, თავით სიარულს და თვით აზროვნების ნაცვლად, ფეხით აზროვნებას”.

ამონარიდები ოთარ ჩხეიძის რომანიდან – „ბურუსი”

„რაც უნდა მცირე გქონდეს, მოშურნე მაინც გამოგიჩნდება”.