რა სიტყვა წარმოთქვა ეპისკოპოსმა ალექსანდრემ ლევან მელიქიშვილის დაკრძალვაზე?

თავადი ლევან მელიქიშვილი (1817-1892 წლები) – წარმოადგენდა კავკასიის მთავარსარდლის მოადგილეს,სახელმწიფო საბჭოს წევრსა და კავკასიაში ხელმწიფის მოადგილის იმ თანაშემწეს,რომელმაც გარდა თავისი სიძუნწისა,იმითაც გაიქვა სახელი,რომ ქართულ მწერლობას ცენზორად ქართველი ერისა და ქართული ენის მოძულე – ლუკა ისარლოვი დაუნიშნა. 

პლატონ იოსელიანი – “ეპიზოდი”

ერთ-ერთი ყრილობის მიმდინარეობისას,გამოჩენილმა ქართველმა ისტორიკოსმა – პლატონ იოსელიანმა (1809-1875 წლები) მეტად მნიშვნელოვანი სიტყვა წარმოთქვა,რომელიც შემდგომ ცალკე წიგნაკად გამოიცა.

რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: დაასახელეთ,რა სახელი უწოდა გამოჩენილ რუს პოეტს,მწერალსა და ლიტერატორ ქალს – ანა ახმატოვას საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრმა,ამხანაგმა – ანდრეი ჟდანოვმა?

ამონარიდები დავით კლდიაშვილის ნაწარმოებებიდან…

” – ერთობ უცნაური ხასიათისა ვართ… ბუზს არ გადავიფრენთ ხანდახან თავზე… გულისწყრომას ხომ საზღვარი არა აქვს ხშირად… თუ რამ დავიჯინეთ,იმის გადათქმას სიკვდილს ვარჩევთ,თუნდაც რომ მტყუანი ვიყვეთ… უთუოდ ჩვენს ნებაზე უნდა იქნეს ყველაფერი და თუ ისე არ იქნა,საშუალებასაც აღარ გავარჩევთ,ოღონდ კი სურვილი ავისრულოთ…

გრიგოლ ორბელიანი – “ეპიზოდი”

1865 წელს თბილისში დიდი სიძვირე ჩამოვარდა,ქალაქში შემოსატან საქონელზე დიდი ბაჟები დაიდვა,ხარჯები და გადასახადები მოუმატეს.ხალხი სამართალს ვეღარ ჰპოვებდა.აღელდა,უკმაყოფილებას აცხადებდა,მაგრამ მსმენელი და გულშემატიკვარი,როგორც ხდება ხოლმე,არავინ ჩანდა.

თედორე დოსტოევსკი – “ეპიზოდი”

საინტერესოა ის გარემოება,რომ 1870-იან წლებში გენიალური რუსი მწერლისა და ესეისტის – თედორე დოსტოევსკის (1821-1881 წლები) მიმართ დიდი სიძულვილით გამოირჩეოდნენ რადიკალურად და რევოლუციონალურად განწყობილი რუსი ინტელიგენტები.

პეტრე უმიკაშვილი – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია, XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიის ხელისუფლება საქართველოში ქართული ენის ამოძირკვას განსაკუთრებული მონდომებით ცდილობდა.

დუტუ მეგრელი – “მთას”

ნეტა შენ,მთაო,ცას რომ სწვდება შენი მწვერვალი,

ღრუბლებს ზევიდან თეთრ-სპეტაკად გამომზირალი,

დომინიკა ერისთავი (განდეგილი) – “ეპიზოდი”

ეჭვიანი ქმრისაგან (ქუთაისელი ვაჭარი და კომერსანტი – სოლომონ მდივანი) საოცრად დათრგუნული და ყოველ მხრივ უფლებაჩამორთმეული დიდი ქართველი პოეტი,ბელეტრისტი და პროზაიკოსი ქალი - დომინიკა ერისთავი (1864-1929 წლები),იგივე – “განდეგილი”,აღიარებდა,რომ ადრეულმა და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გათხოვებამ – სიცოცხლე ნამდვილ ჯოჯოხეთად უქცია.

თედო რაზიკაშვილის შესახებ…

ვაჟა-ფშაველასა და ბაჩანას სახელოვანი მწერალი და პოეტი ძმა – თედო რაზიკაშვილი (1869-1922 წლები),რევოლუციური საქმიანობისათვის 1905 წელს დააკავეს.იგი მეამბოხედ იქნა მიჩნეული,რის გამოც სამუდამო გადასახლებით დასაჯა რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ.