Monthly Archives: ოქტომბერი 2015

მორის ჟოლის პოლიტიკური პამფლეტიდან – “დიალოგი ჯოჯოხეთში მაკიაველსა და მონტესკიეს შორის,ანუ მაკიაველის პოლიტიკა XIX საუკუნეში”

1. „სახელმწიფოს თავისუფლებას, კეთილდღეობასა და აყვავებას უზრუნველყოფენ არა ადამიანები, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტები”.

გეოფაგია

გეოფაგია – ბერძნული წარმომავლობის მქონე სიტყვაა და აღნიშნავს – “მიწას ვჭამ”.იგი წარმოადგენს ავადმყოფურ ლტოლვას მიწის,ნაცრის,თიხის,ტალახისა და ქვებზე დანალექი სხვადასხვა მინერალების ჭამისადმი.

ერნესტ მილერ ჰემინგუეი – “ეპიზოდი”

დიდმა ამერიკელმა ნობელიანტმა მწერალმა,რომანისტმა და ჟურნალისტმა – ერნესტ მილერ ჰემინგუეიმ (1899-1961 წლები),რომელმაც ადრევე იგრძნო და განიცადა ომის მთელი საშინელება,ევროპაში ფაშიზმის საფრთხის მოახლოებისთანავე ვაჟკაცური პირდაპირობითა და მთელი პატიოსნებით საჯაროდ განაცხადა:

თვითმუმიფიცირება

მსოფლიო ისტორიაში პირველი “თვითმუმიფიცირების” პრაქტიკას სათავე დაუდო ჰეუანის პერიოდის ერთ-ერთმა უდიდესმა რელიგიურმა მოღვაწემ და სინგონის ბუდისტური სკოლის იაპონელმა ფუძემდებელმა – კუკაიმ (774-835 წლები). 61 წლის ასაკში მყოფი კუკაი ვაკაიამას  პრეფექტურაში მდებარე კოიას წმინდა მთაზე განმარტოვდა,უარი განაცხადა საკვებისა და წყლის მიღებაზე და მედიტაციას მიეცა.

ჯარჯი ფხოველი – “ექსპრომტი”

აიწურება სული დაგვილი:

უნდა აგვიხდეს სიტყვა მისანთა!

ლა გაბრიელის პასუხი ეკატერინე II-ს…

XVIII საუკუნეში კასტრირებული საოპერო მომღერალი მამაკაცები თავიანთ გამოსვლებში განსაკუთრებით დიდ ჰონორარებს ითხოვდნენ და იღებდნენ კიდეც.

პიტერ ბრეიგელი (უფროსი) – “მიზანთროპი”

“მიზანთროპი” – წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი ფერმწერისა და გრავიორის – პიტერ ბრეიგელი “უფროსის” (1525-1569 წლები) მიერ ტილოზე ტემპერათი დახატულ ღრმა შინაარსის მქონე შედევრ-სურათს.

ოთარ ჭილაძის რომანიდან – “მარტის მამალი”

“ათასნაირი ხმითაა ქვეყანა სავსე, იმას კი დედის ხმა ეყურება მხოლოდ, თითქოს, აქვეა, გვერდით, ვიღაცას ესაუბრება წყნარად, ბებიას ან დეიდას, ხმა ესმის, სიტყვები კი ვერ გაურჩევია.

დიმიტრი როსტოველის შეგონება…

“არაფერია ისე ნამდვილი,როგორც სიკვდილი,მაგრამ არც რამეა უფრო მეტად დაფარული,როგორც მისი მოსვლის დრო.ჩვენ ვიცით,რომ ყველა მოვკვდებით,მაგრამ ვინ ვის გაუსწრებს,მოხუცი – ახალგაზრდას თუ ახალგაზრდა – მოხუცს,არავინ უწყის.ზოგიერთი სწორედ მაშინ კვდება,როდესაც საკუთარ თავს ხანგრძლივ სიცოცხლეს აღუთქვამდა.

ჯონ სტოუ – “ეპიზოდი”

ჯონ სტოუ (1525-1605 წლები) – წარმოადგენდა იმ გამოჩენილ ინგლისელ ისტორიკოსსა და ანტიკვარიატის კოლექციონერს,რომელმაც საკმაოდ დიდი მოცულობის მქონე მეტად მნიშვნელოვანი ხელნაწერი დაწერა ბრიტანეთის ისტორიის შესახებ.