ქთულჰუ
ქთულჰუ – წარმოადგენს დიდი ამერიკელი მწერლის - ჰაუარდ ფილიპს ლავკრაფტის (1890-1937 წლები) მიერ შეთხზულ „ქთულჰუს მითოლოგიის” პანთეონის ღვთაებას, სამყაროს მხეცს, რომელსაც ბინა დადებული აქვს წყნარი ოკეანის ფსკერზე.ამავე მითოლოგიის მიხედვით, ცნობილია რომ, მას განსაკუთრებული უნარი გააჩნდა ადამიანების გონებაზე ზეგავლენის მოხდენისა. თავდაპირველად – ქთულჰუ 1928 წელს, თავის მისტიკურ ნაწარმოებში – „ქთულჰუს ძახილი”, მოიხსენია ჰაუარდ ფილიპს ლავკრაფტმა. (ავტორი გენია.ჯი) ამის შემდგომ კი ქთულჰუს მითოლოგია თავიანთ ნაწარმოებებში გამოიყენეს ისეთმა ცნობილმა ფანტასტმა-მწერლებმა, როგორებიც იყვნენ – აუგუსტ დერლეტი, ფრენკ ლონგი, რობერტ ჰოვარდი, ფრიც ლეიბერი და სხვები. აღწერილობით იგი ერთგვარი სინთეზი გახლდათ რვაფეხას, დრაკონის და ადამიანისა. ენტონი ულკსონის „ქთულჰუს ძახილის” ბარელიეფის მიხედვით, ურჩხულს თავზე გააჩნდა უამრავი საცეცები და ჰუმანოიდური ტანი, დაფარული ქერცლით. გარდა ამისა, გააჩნდა რუდიმენტარული ფრთები. გუსტავ იოჰანსენის გადმოცემის თანახმად, ქთულჰუ მოძრაობისას ტოვებდა ლორწოვან კვალს. მისი სხეული კი მწვანე ფერის იყო. სასწაულებრივად რეგერინირებდა და გამოირჩეოდა დიდი სისწრაფით. თავისი დემონური ძალებით ანადგურებდა იმ გემებს, რომლებიც გზაზე გადაეყრებოდა. მისი სხეულის ზუსტი მოცულობა აღწერილი არ არის, თუმცა იოჰანსენის მონაცემების თანახმად, იგი „მოსიარულე მთას” წარმოადგენდა და „ლეგენდარულ ციკლოპზე” დიდი იყო. ქთულჰუ ლავკრაფტის მიერ შექმნილი ქთულჰუს მითოლოგიის მიხედვით წყნარი ოკეანის ფსკერზე მდებარე წყალქვეშა ქალაქ რ’ლეჰში ცხოვრობდა. (ავტორი გენია.ჯი) მაშინ, როდესაც ვარსკვლავების სწორი განლაგება იყო ცაზე, წყალქვეშა ქალაქი რ’ლეჰი წყლის ზედაპირზე ამოდიოდა, რა დროსაც იგი სრულიად თავისუფალი ხდებოდა. აღნიშნული ღვთაება ცნობილი იყო წყნარი ოკეანის მოსაზღვრე რეგიონებში. გარდა ამისა, ქთულჰუს კულტის შესახებ ლავფრატის ცნობების თანახმად, გრენლანდიის ესკიმოსებიც კი იყვნენ ინფორმირებული. სხვადასხვა ხალხის მითების მიხედვით, იგი არა ამქვეყნიური არსება გახლდათ, რომელიც დედამიწაზე სხვა პლანეტიდან ჩამოვიდა, კერძოდ კი „ვურლის სამყაროდან” (პლანეტა პლუტონი). იმავე ლავკრაფტის გადმოცემით, ქთულჰუს კულტზე თაყვანისაცემად მრავალი ადამიანი იკრიბებოდა დედამიწის სხვადასხვა კუთხეებიდან, რა დროსაც მიმდინარეობდა მასზე მიძღვნილი მსხვერპლთშეწირვა და კითხულობდნენ – მანტრას (ინდუიზმისა და ბუდიზმის წმინდა ტექსტები). ისინი მიიჩნევდნენ, რომ თავის სახლში, რ’ლეჰში მყოფი მკვდარი ქთულჰუ გაიღვიძებდა ზუსტად დანიშნულ დროს. ქთულჰუ მითოლოგიური ღვთაება არაერთ ფილმში იქნა გამოყენებული, მათ შორის საყოველთაოდ ცნობილ კინოფილმში – „კარიბის ზღვის მეკობრეები”. – (ავტორი გენია.ჯი)