კათოლიკური ეკლესიის მიერ “აკრძალული წიგნების ავტორები”
მას შემდეგ, რაც დედამიწაზე სხვადასხვა მსოფლიო რელიგიები ჩამოყალიბდა, თითოეულმა რელიგიური მრწამსის სასულიერო პირებმა დაიწყეს კარნახი და მითითება მათი მრევლისადმი იმისა, თუ რა იყო ადამიანის სულისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი წასაკითხი ლიტერატურა თუ მეცნიერული ნაშრომი.უპირველეს ყოვლისა, თითოეული რელიგიის რჩევა და მითითება იყო, რომ ადამიანი გაცნობოდა იმ რელიგიის უწმინდეს წიგნებს, რომლის მოძღვრებასაც თავად მიჰყვებოდნენ და რომელიც ამა თუ იმ რელიგიის უწმინდეს წიგნად განიხილებოდა (ბიბლია, ყურანი, თორა და სხვა)…
კამათი იმის შესახებ თუ რომელი წიგნი უნდა წაეკითხა ადამიანს, უძველესი ეპოქებიდან იღებს სათავეს. კათოლიკური ეკლესიის აკვანმა – ვატიკანმა, ევროპაში მიმდინარე “ინკვიზიციის” პერიოდში (1577 წელს) ოფიციალურად შეადგინა წიგნების სია, სახელწოდებით – “Index Librorum Prohibitorum”, რომელშიც შეტანილი იქნა ის წიგნები, რომელთა სიუჟეტები შეიცავდა “მწვალებლობას”, “მისწრაფებებს ეკლესიის წინააღმდეგ”, “ჯადოქრობასა და მაგიას”, “წინასწარმეტყველებებს” და სხვა ამდაგვარ მოტივებს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ასეთი შინაარსის მქონე ნაწარმოებების თუ მეცნიერული ნაშრომების წაკითხვა ეკრძალებოდა ყველა კათოლიკური მრწამსის მქონე ადამიანს, გარდა რომის პაპისა და კარდინალებისა (ისინი როგორც ცნობილია „უცოდველებად” მიიჩნევიან). ფაქტიურად, კათოლიკური ეკლესიის უმაღლესი სასულიერო პირები თავად წყვეტდნენ რა უნდა წაეკითხა და რა არ უნდა წაეკითხა მის მრევლს. (ავტორი გენია.ჯი) იმ წიგნის ავტორს, რომელიც მათ მსოფლმხედველობასა და რელიგიურ მრწამს ეწინააღმდეგებოდა, მოუწოდებდნენ, რომ მკრეხელური შინაარსის მქონე წიგნის დაწერისათვის მონანიება საჯაროდ გამოეხატა. თუკი ავტორი არ მოინანიებდა, ამ შემთხვევაში მას ეკლესიიდან აძევებდნენ (ჰკვეთდნენ). უკიდურეს შემთხვევებში -”ინკვიზიციას” გადასცემდნენ. მათ მიერ დაწერილ ნაწარმოებებს კი სპეციალურად მოწყობილ “აუტოდაფეებზე” წვავდნენ. საერთო ჯამში, კათოლიკური ეკლესიის არსებობის ისტორიაში 32 ასეთი სახის აკრძალული წიგნების სია გამოქვეყნდა. (ავტორი გენია.ჯი) მათ შორის 12 სია XX საუკუნეში იქნა შედგენილი (უკანასკნელი 1948 წელს). მათში შეტანილი იქნა 4000 დასახელების ის ლიტერატურული ნაწარმოები და სამეცნიერო ნაშრომი, რომლის წაკითხვასაც უკრძალავდა თავის მრევლს კალიკური ეკლესიის მამები. აღსანიშნავია ისიც, რომ 1966 წლის 9 აპრილამდე გამოცემული და სიაში შეტანილი წიგნების მოძიება ევროპაში საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენდა. რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ შედგენილ პირველ ნუსხაში, მოხვდნენ ისეთი გენიოსი მეცნიერებისა თუ ლიტერატორების შემოქმედება, როგორებიც გახლდნენ – გალილეო გალილეი, ნიკოლოზ კოპერნიკი, ერაზმუს როტერდამელი, ჯოვანი ბოკაჩო, ნიკოლო მაკიაველი და სხვები. ხოლო მოგვიანებით შედგენილ სიებში კი მოხვდნენ: ვოლტერი, ლაფონტენი, დანიელ დეფო, ემილ ზოლა, ონორე დე ბალზაკი, გუსტავ ფლობერი, სტენდალი, რენე დეკარტი, მონტესკიე, ზიგმუნდ ფროიდი, რემარკი, პასტერნაკი, სალმან რუშდი და სხვები.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ ვატიკანის მიერ აკრძალულ წიგნთა ნუსხაში არ იქნა მოხვედრილი – ჩარლზ დარვინის მიერ დაწერილი წიგნი, სადაც იგი ადამიანს არა ღვთის ქმნილებად, არამედ მაიმუნის ევოლუციისაგან წარმოშობილად განიხილავდა. აქვე ცნობილია ისიც, რომ ვატიკანს არ აუკრძალია ადოლფ ჰილერის “ჩემი ცხოვრება”, ფრიდრიხ ნიცშეს – “ღმერთი მოკვდა!”. გარდა ამისა, ლენინის, მარქსისა და არტურ შოპენჰაუერის ნაშრომები, სადაც ისინი “რელიგიას ხალხის ოპიუმად” მოიხსენიებდნენ. (ავტორი გენია.ჯი)