“სიბრძნის წუთი”
ერთ-ერთ ღარიბ ფილოსოფოსს ერთადერთი წყვილი ფეხსაცმელი ჰქონდა,თუმცა ისიც მეტად შელანძღული.ამიტომ,მან გადაწყვიტა სახელოსნოში წაეღო და შეეკეთებინა.როდესაც მეწაღესთან მივიდა,უკვე გვიანი იყო და სახელოსნოც იკეტებოდა.მეწაღემ კლიენტს მეორე დღით მისვლა შესთავაზა,თუმცა ფილოსოფოსმა უთხრა,რომ მეორე დღით გადაუდებელ საქმეზე უნდა წასულიყო,მას კი იმ ერთადერთი წყვილი ფეხსაცმლის მეტი,სხვა ფეხსაცმელი არ გააჩნდა.მაშინ,მეწაღემ ფილოსოფოსს შესთავაზა,რომ თავისი დაზიანებული ფეხსაცმელი შესაკეთებლად მისთვის დაეტოვებინა და მეორე დღისთვის თავის ფეხსაცმელს ათხოვებდა.ამ წინადადებამ ფილოსოფოსზე შეურაცხმყოფელად იმოქმედა და მეწაღეს უხეშად მიმართა:
- თქვენ გინდათ,რომ მე სხვისი ფეხსაცმელები ჩავიცვა? თქვენ მე ვინ გგონივართ?
გონიერი მეწაღე ფილოსოფოსის უტაქტო გამოხდომამ არ დააბნია და შემდეგი პასუხი გასცა:
- რატომ ბრაზობთ ბატონო იმაზე,რომ სხვისი ფეხსაცმელი ფეხზე ჩაიცვათ? თქვენ ხომ იმაზე არ ბრაზდებით სხვისი აზრები და იდეები საკუთარი თავით რომ დაგაქვთ? თუმცა,გამონაკლისი ნამდვილად არ ხართ,რადგან ასე იქცევა თითქმის ყველა ადამიანი.ისინი მორცხვობენ იმას,რაც სასირცხვილო ნამდვილად არ არის და არ რცხვენიათ იმის,რაც მართლაც სამარცხვინოა.ეს კი,ჩემთვის მართლაც გაუგებარია! (ავტორი გენია.ჯი)