“ეშმაკის კუნძული”
“ეშმაკის კუნძული” - წარმოადგენს ატლანტის ოკეანეში განთავსებული ილ-დიუ-სალიუს არქიპელაგში შემავალ კუნძულს,საფრანგეთის გვიანას სანაპიროებიდან 13 კილომეტრში,რომელსაც თავის მხრივ მიაკუთვნებენ საფრანგეთის გვიანას ადმინისტრაციულ ცენტრს – კაიენას.იგი ორ უახლოეს კუნძულთან შედარებით ყველაზე პატარა,ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე და ყველაზე სახელგანთქმული კუნძულია.მდებარეობს ზღვის დონიდან 40 მეტრ სიმაღლეზე და მოიცავს 14 ჰექტარ მიწის ფართობს.
1852-1952 წლებში “ეშმაკის კუნძულზე” განთავსებული გახლდათ ციხე,რომელიც განკუთვნილი იყო ყველაზე საშიში დამნაშავეებისათვის.იგი დაარსებულ იქნა საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ III-ეს მმართველობის პერიოდში 1852 წელს.აღნიშნული ციხე ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ისტორიების მატარებელი “საკატორღო ციხე” გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ციხის შემადგენოლბაში შემავალი კატორღები სამ კუნძულზე იყო განთავსებული.დროთა განმავლობაში,კუნძულზე მდებარე ციხეში განვითარებული ამაზრზენი მოვლენების გამო,მას “ეშმაკის კუნძული” უწოდეს.ციხის არსებობის ისტორიის მანძილზე,იქ სასჯელს იხდიდა მრავალი პოლიტიკური პატიმარი.მათ შორის ის 298 ფრანგი რესპუბლიკელიც,რომლებიც ნაპოლეონ III-ის წინააღმდეგ ბრძოლით გამოირჩეოდნენ.გარდა ამისა იქვე იხდიდნენ სასჯელებს მკვლელობებში და სხვა რიგ უმძიმეს დანაშაულებში მსჯავრდებული პირები.საერთო ჯამში,ისტორიის სხვადასხვა ეტაპებზე,”ეშმაკის კუნძულზე” 80 000-მდე პატიმარს მოუწია სასტიკი რეჟიმის ქვეშ ცხოვრება და გაუსაძლის პირობებში მუშაობა,რასაც თან ერთვოდა კუნძულზე არსებული ურთულესი კლიმატური პირობებიც.უმეტესობა პატიმრებისა თავისუფლებას საერთოდ ვერ ეღირსა,რადგან კუნძულის ტერიტორიაზევე ჰპოვა უკანასკნელი განსასვენებელი.ეშმაკის კუნძულიდან გაქცევის სულ ორი საშუალება არსებობდა – ნავი ან ჯუნგლების ტყეები,სადაც დამალვას გაქცეული ტუსაღები საბოლოოდ მაინც ვერ ახერხებდნენ. 1854 წლის 30 მაისს მიღებული იქნა კანონი,რომლის თანახმადაც “ეშმაკის კუნძულზე” მდებარე ციხეში სასჯელმოხდილი პირები,საფრანგეთის გვიანას ტერიტორიაზევე უნდა დარჩენილიყვნენ იმდენი ხნის განმავლობაში,რამდენი წლითაც იყვნენ გასამართლებულები.თუმცა,ეს მხოლოდ შედარებით პატარა სასჯელის მქონე პატიმრებს ეხებოდათ.ხოლო იმათ კი,ვისაც 8 წელი და მეტი ჰქონდათ მისჯილი,საერთოდ არ გააჩნდათ საფრანგეთის გვიანას ტერიტორიის დატოვების უფლება.მათ განთავისუფლების შემდეგ,საფრანგეთის გვიანაზევე აძლევდნენ მიწის ნაკვეთებს დასასახლებლად. (ავტორი გენია.ჯი) 1885 წლიდან “ეშმაკის კუნძულზე” არა მარტო მძიმე ბრალდების მქონე პირებს ათავსებდნენ,არამედ მსუბუქი დანაშაულის მქონე პატიმრებსაც იქ ისტუმრებდნენ.გარდა ამისა კუნძულზევე დაიწყეს მსჯავრდებული ქალების ეტაპირებაც,რადგან მათ შეექმნათ ოჯახები კატორღამოხდილ მამაკაცებთან.ასეთი გადაწყვეტილება საფრანგეთის გვიანას ტერიტორიაზე დაფუძნების საუკეთესო საშუალებად მიაჩნდა ქვეყნის ხელისუფლებას.მიუხედავად ამ გათვლებისა,”პროექტი” წარმატებით მაინც ვერ განხორციელდა და კრახი განიცადა. (ავტორი გენია.ჯი) რის შემდეგაც 1907 წელს პროექტი საბოლოოდ იქნა გაუქმებული. 1895 წლის 13 აპრილიდან “ეშმაკის კუნძულზე” სასჯელს იხდიდა ებრაული წარმომავლობის მქონე ფრანგული არმიის არტილერიის კაპიტანი – ალფრედ დრეიფუსი.მას ფრანგულმა სასამართლომ სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი და სასიკვდილო განაჩენიც გამოუტანა.თუმცა მოგვიანებით სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ალფრედ დრეიფუსს ფრანგულმა სასამართლომ სრულიად უმართებულოდ დასდო ბრალი,რამაც ფრანგული ინტელიგენციის დიდი აღშფოთება გამოიწვია.პროტესტი საჯაროდ გამოხატა უდიდესმა ფრანგმა მწერალმა ემილ ზოლამ,რომელმაც 1898 წლის 13 იანვარს გამოქვეყნებულ წერილში ღიად დაადანაშაულა საფრანგეთის პრეზიდენტი ფელიქს ფორი ”ანტისემიტიზმში”.ამ მოვლენამ უდიდესი აჟიოტაჟი გამოიწვია საფრანგეთში და დღემდე ყველაზე დიდ სკანდალადაა ცნობილი “საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის” ისტორიაში.საბოლოოდ,ალფრედ დრეიფუსის რეაბილიტირება მხოლოდ 1906 წელს გახდა შესაძლებელი.
მიუხედავად კუნძულის საშინელი ადგილმდებარეობისა,ციხიდან გაქცევას მაინც ახერხებდნენ რიგი პატიმრები.ყველაზე ცნობილი გაქცევები მოაწყვეს – ანრი შარიერმა (გარდაიცვალა კუნძულის სანაპიროზე),კლემენტ დიუვალმა (ანარქისტი,რომელმაც გაქცევის შემდგომ ნიუ-იორკში დაწერა წიგნი,სახელწოდებით – “ბუნტი”) და პირველი მსოფლიო ომის ვეტერანმა – ბელბიონუამ (მოგვიანებით დააკავეს).
1938 წელს საფრანგეთის მთავრობამ აკრძალა პატიმრების “ეშმაკის კუნძულზე” ეტაპირება.ხოლო 1952 წელს საბოლოოდ იქნა გაუქმებული აღნიშნულ კუნძულზე ციხე.უმეტესობა მსჯავრდებულებისა საფრანგეთში დაბრუნდა და მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა საფრანგეთის გვიანაში.
1965 წელს საფრანგეთმა კუნძული გადასცა “გვიანას კოსმოსურ ცენტრს”. (ავტორი გენია.ჯი) მათ კი კუნძულზე არსებული ციხის შენობა-ნაგებობების უმეტეს ნაწილს რესტავრაცია ჩაუტარეს და აქციეს ტურისტულ ცენტრად.დღესდღეობით “ეშმაკის კუნძულს” წელიწადში საშუალოდ 50 000 ტურისტი სტუმრობს.აღნიშნულ კუნძულზე მდებარე ციხეს შესანიშნავი ნაწარმოები მიუძღვნა,დიდმა ფრანგმა მწერალმა ანრი შარიერმა,სახელწოდებით “პეპელა”,რომლის მიხედვითაც 1973 წელს გადაღებულ იქნა ამავე სახელწოდების მქონე მხატვრული ფილმი – დასტინ ჰოფმანისა და სტივ მაკკუინის მონაწილეობით. (ავტორი გენია.ჯი)