პაულ თომას მანის რომანიდან – “ჯადოსნური მთა”
“თავისუფლება,სიმართლე თუ გნებავთ,უფრო რომანტიკული ცნებაა,ვიდრე განმანათლებლური.რომანტიზმთან მას ერთი რამ აქვს საერთო: ადამიანში განუყრელადაა გადაჯაჭვული ლტოლვა გაფართოებისაკენ და თან საკუთარი “მეს” ვიწროდ წინ წამოწევის დაუოკებელი სურვილი.თავისუფლებისაკენ ინდივიდუალისტურმა სწრაფვამ შვა ეროვნულობის ისტორიულ-რომანტიკულკი კულტი,იგი ბრძოლის სულისკვეთებითა გაჟღენთილი და ჰუმანიტარული ლიბერალიზმი მას შავბნელს უწოდებს.მაგრამ მაინც ინდივიდუალიზმს არ ქადაგებდეს.ინდივიდუალიზმი რომანტიკულ-შუასაუკუნეობრივი ხასიათისაა თავისი რწმენით,თითქოს ცალკეულ პიროვნებას უსასრულო,კოსმიური ღირებულება გააჩნდეს, და სულის უკვდავების მოძღვრებაც,გეოცენტრიზმიც და ასტროლოგიაც აქედან მომდინარეობს.მეორე მხრივ,ინდივიდუალიზმს ლიბერალიზმის მოქადაგე ჰუმანიზმიც ეპოტინება,რომელიც ანარქიისკენ იხრება,მაგრამ იმას მაინც ცდილობს,სანუკვარი ინდივიდი საზოგადოსთვის მსხვერპლად შეწირვისაგან დაიფაროს.ესეც ინდივიდუალიზმია,რაკი ამ სიტყვით ლამის ყველაფერი შეიძლება გამოიხატოს.
ოღონდ ისიც უნდა ვაღიაროთ,რომ თავისუფლების პათოსმა სინდისგარეცხილ,გარწნილ პროგრესთან ბრძოლაში თავისუფლებას უბრწყინვალესი მტრებიც – წარსულის დამცველი გონებანათელი რაინდებიც შესძინა”. (ავტორი გენია.ჯი)
***
“დუელი,ჩემო კარგო,სხვა ბრძოლის მსგავსი “გამოგონება” როდი გახლავთ.იგი პირველყოფილ,ბუნებრივ მდგომარეობასთან დამაბრუნებელი უკანასკნელი საშუალებაა,სულ ოდნავ შერბილებული რაინდული წესებით,რომლებიც,სიმართლე თუ გნებავთ,ზედმიწევნით ზერელე გახლავთ.დუელის არსი ძირითადად არ იცვლება,იგი პირველყოფილი რჩება,ეს არის ფიზიკური ორთაბრძოლა და ყოველი მამაკაცის ვალია,რაც უნდა დაცილებული იყოს ბუნებრივ საწყისს,ასეთ წუთებში მაინც არ შეირცხვინოს თავი,ასეთი წუთები კი ყოველდღე შეიძლება დაუდგეს.ვისაც საკუთარი პიროვნებით,საკუთარი მკლავით,საკუთარი სისხლით არ შეუძლია თავისი იდეალის დაცვა,იგი მისი ღირსიც არ არის,რაც უნდა ზეშთაგონებული იყო,მთავარია,ვაჟკაცობა შეინარჩუნო”. (ავტორი გენია.ჯი)
***
“მეცნიერებისა არაფერი მწამს,რადგან ადამიანს უფლება აქვს იგი ან სწამდეს,ან არა.მეცნიერება ისეთივე რწმენაა,როგორიც სხვა დანარჩენი,ოღონდ ყველაზე უარესი და ყველაზე სულელური, და თვით სიტყვა “მეცნიერება” ასევე სულელური რეალიზმის გამოხატულებაა,რომელსაც არ რცხვენია ადამიანის ინტელექტში ობიექტების უაღრესად საეჭვო ანარეკლი ჭეშმარიტებად მიიჩნიოს ან გაასაღოს და აქედან ისეთი უსულგულო და უსასოო დოგმატიზმი შეთითხნოს,კაცობრიობას იმაზე უარესი არასოდეს არაფერი რომ არ გამოუგონია”.
***
“ადამიანებს არავითარი უნარი არ გაგვაჩნია ჩვენით შევიგრძნოთ დროის დინება და გარეგანი საყრდენის გარეშე მიახლოებით მაინც განვსაზღვროთ იგი”.
***
“გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანებს,თავის უმწეობის გამო,დრო უფრო შემოკლებული ეჩვენებათ,ვიდრე გახანგრძლივებული”. (ავტორი გენია.ჯი)