ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ…
გენიალური ქართველი პოეტის - ნიკოლოზ ბარათაშვილის დაკარგვას,ალბათ,ვერასოდეს ვერ მოინელებს საქართველო,რადგან ამ ფაქტში ჩვენი ქვეყანა მხოლოდ გენიოსის დაკარგვას არ ხედავს.ამ ასაკში გენიოსები სხვაგანაც დაღუპულან.ბევრ ქვეყანას თან სდევს მათი დაკარგვით აღძრული სევდა,მაგრამ ბარათაშვილის დაკარგვას საქართველოსთვის კიდევ ერთი დიდი ტკივილი ახლავს. (ავტორი გენია.ჯი) პოეტის ნაადრევი წასვლა ეროვნული ბედუკუღმართობის კიდევ ერთი ფაქტი,უიღბლო ისტორიის კანონზომიერების გაგრძელება და ახალი გამოვლინება იყო.თვითონ პოეტმა გამოხატა ეს გრძნობა ყველაზე უკეთესად ქართულ მწერლობაში:
” …კაცი მინდა,რომ ამ პატარა ღრე-კლდეს გამიყვანოს, და დავდგე გაშლილს ადგილს.ოჰ,რა თავისუფლად ამოვისუნთქავ მაშინ,რა ხელმწიფურად გარდავხედავ ჩემს ასპარეზსა”.
იგივე სიტყვები შეიძლებოდა საქართველოს სათქმელად მიგვეღო.”მერანიც” ხომ ფაქტიურად ამავე სწრაფვის უკუფენაა ლექსად.მუსლიმანური ვეება სამყაროს მიერ კავკასიონის მთებთან მიმწყვდეული ერი ამ ღრე-კლდის გარღვევას ნატრობდა მუდამ.მას სისცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე ყველაფერი აფრთხობდა.იდუმალებით მოცული სამყარო მის წინაშე ისე ფერდდებოდა ცალ მხარეს,თითქოს ცალი ფეხი მასაც მოკლე ჰქონოდა
ნიკოლოზ ბარათაშვილის დაკარგვით აღძრულმა სევდამ ამიტომ განმსჭვალა ქართული მწერლობა მთლიანად.სხვადასხვანაირად აისახა მისი პიროვნება ლიტერატურაში.მისი სიკვდილი მეტად “პროზაული” პროცესი იყო.მთელი ცხოვრების განმავლობაში,ბარათაშვილის ფიქრების ცაში მღვრიე მორევივით იქსოვებოდა ერთმანეთისაგან გამომდინარე ასოციაციები.მის პოეტურ სამყაროს დამსხვრევით დაემუქრა ბედისწერა,მისი წონასწორობა გაიბზარა.მის წინაშე აღმართულიყო მწარე სინამდვილე და წარსულის წიაღსვლები.ეს ფიქრები მონაცვლეობდნენ სარეცელზე მიჯაჭვული გენიალური ქართველი პოეტის აზროვნებაში.აქვე მინდა მკითხველო,ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ,შესანიშნავი ქართველი მწერლის – გივი მაღულარიას ნაწარმოებს – “დაღამება ამა სოფლისა”-ს დავესესხო,სადაც დეტალურად არის ასახული გენიალური ქართველი პოეტის სიცოცხლის უკანასკნელი წუთები:
” …გაფართოვდა ორმო,რომელშიც ხან აუტანელი სიცხე იდგა,ხანაც გამთოშავი სიცივე.ვიღაცას შუა ოთახში მრგვალი მაგიდა დაედგა,შანდალი მოეტანა,ორი სანთელი აენთო.პირველად ვერ მიხვდა,სად იყო,ვისა და რას ებრძოდა,მაგრამ როცა იატაკზე გაწოლილ ჩრდილებს დააკვირდა,დარწმუნდა,რომ ადგილ-სამყოფელი არ გამოუცვლია.ტალახით შელესილი,შეთეთრებული უსწორმასწორო კედლები აღარ ირყეოდნენ,აღარც ფერს იცვლიდნენ,მაგრამ მთელი ამ ქოხის უბადრუკობას ძველებურად იტევდნენ.ფანჯარა ისე გაეშავებინა გარედან მომდგარ ბნელს,თითქოს ქვეყანა კუპრის ზღვაში იყო ჩაძირული.ახლა მას არც იმაში ეპარებოდა ეჭვი,რომ გარეთ წვიმდა,წვიმდა გადაუღებლად,წვიმდა ისე,როგორც ეს ოქტომბერში იცის.სინესტე ყველა ხვრელიდან,ყველა ჭუჭრუტანიდან ჟონავდა.ირგვლივ,ობის,სისველისა და სიდამპლის სუნს აყენებდა.
დაიწყო რაღაც ისეთის ძიება,რაც ცხრა მთას იქით იდო,რაც დიდ შრომასა და თითქმის მთელ სიცოცხლეს მოითხოვდა.აღგზნებას დეპრესია ცვლიდა,ნაყოფიერებას უნაყოფობა.ამ დროს ყველაფერი აღიზიანებდა.
…როცა დაზიანებული რელიეფი მთლიანად გაქრა,როცა სიბნელემ ყველა ნაპრალი ამოავსო,მისმა ტვინმაც დაიწყო რღვევა.დამბალ ბელტს ჯერ ერთი ნაწილი მოსცილდა,დაიშალა,გაქარწყლდა,შემდეგ მეორე გაითქვიფა მღვრიე მასაში.ბოლოს დარეკა ყურებში და სანამ თვალების დახუჭვას მოასწრებდა,თავი გვერდზე გადაუვარდა”. (ავტორი გენია.ჯი)