“ილიას მკვლელობის შესახებ”

დამთავრდა თუ არა ქართველთა “უგვირგვინო მეფის” – ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის გამოძიება და სასამართლო პროცესი,მთელი საქმე მისი მკვლელობისა აიკინძა და შესანახად სახელმწიფო არქივს გადაეცა.

1930-იან წლებში აღნიშნული მასალა,რომელიც რამდენიმე ტომს შეიცავდა,გამოტანილ იქნა არქივის რკინის სეიფიდან და რაც ყველაზე ნიშანდობლივია არის ის,რომ მას ვიღაც გამყიდველი “დეზერტირების” ბაზარში შესახვევად ხმარობდა.

რატომ იკარგებოდა და რატომ გამოჰქონდათ სახელმწიფო არქივის რკინის სეიფებიდან ესოდენ მნიშვნელოვანი მასალები ილია ჭავჭავაძის მკვლელობისა? ამას,რასაკვირველია,აკეთებდნენ ისინი,ვინც მისი მკვლელობის სულისჩამდგმელები და მონაწილეები იყვნენ.ამას სჩადიოდნენ ის ბოროტი სულები,ვინც ილიას მკვლელობაში უშუალო მონაწილეობას იღებდნენ.

ქართველთა “უგვირგვინო მეფის” მკვლელებმა,რომლებიც შემდეგ სახელმწიფო სამსახურის რბილ სავარძლებში მოკალათდნენ,კარგად იცოდნენ,რომ პროკურატურამ და სასამართლომ გახსნა ილიას მკვლელობის მთელი რთული და მეტად ინსპირირებული მკვლელობის საქმე. და აი,ეს აშინებდათ,ეს აფრთხობდათ მათ.სწორედ ამიტომ სპობდნენ და ანადგურებდნენ პროკურატურისა და სასამართლოს მიერ შედგენილ საბრალდებო დოკუმენტებს,ვინაიდან  ილიას მკვლელი “არაკაცების”-ათვის ხელსაყრელი არ იყო ამ დოკუმენტების არსებობა და სახელმწიფო არქივის სეიფში შენახვა მომავალი თაობებისათვის. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომ,ილიას მკივლელობასთან დაკავშირებული  არა მარტო მასალები და დოკუმენტები ქრებოდა არქივ-მუზეუმებიდან,არამედ პოეტის მკვლელობის ძიებას მსხვერპლად ეწირებოდნენ ადამიანებიც,რომლებმაც იცოდნენ მკვლელობის მთელი გულშემზარავი ისტორია.ამიტომ იყო,რომ ილიას მკვლელობის სასამართლო პროცესის შემდეგ მის მკვლელობაზე თითქმის აღარაფერი იწერებოდა.

როგორც ილიას მკვლელობის დაკითხვის ოქმიდან ჩანს,მეფის ხელისუფლების საგამოძიებო ორგანოები,ობიექტურად არკვევდა და იხილავდა “დიდი ქართველის” მკვლელობის საქმეს.გამოძიება და სასამართლო ორგანოები ილიას მკვლელობის გარშემო დაგროვილი მასალებით იმ დასკვნამდე მივიდნენ ,რომ პოეტი მოკლულ იქნა სოციალ-დემოკრტების,მარქსისტებისა და მესამე დასელების მიერ.

სწორედ ამ საბუთების არსებობა აშფოთებდა ილიას მკვლელებს და ამან განაპირობა კიდეც არქივიდან საიდუმლოდ მთელი მასალების გამოტანა და ბაზარში შესახვევ ქაღალდად გატანა.

ვის შეეძლო სახელმწიფო არქივის რკინის სეიფიდან სრულიად საიდუმლოდ გამოეტანა რამდენიმე ტომი პოეტის მკვლელობის მასალები,თუ არა იმას,ვინც არქივში მუშაობდა და ვინც დაინტერესებული იყო მოესპო და გაენადგურებინა ილიას მკვლელობის მასალები.

ისე,კი აღსანიშნავია,რომ არქივის სეიფიდან ილიას მკვლელობის მასალების დაკარგვამ პირდაპირ მიგვიყვანა ილიას მკვლელებთან.

ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადრეულ სასამართლო პროცესზე,საბრალდებო სკამზე არ იჯდა ორი მთავარი ბრალდებული: გიგლა ბერბიჭაშვილი და “იმერლის” სახელით ცნობილი – სერგო ორჯონიკიძე.იმ დროისათვის მათ თავი ირანს შეაფარეს.რასაკვირველია,”იქედნე” სერგო ორჯონიკიძისათვის არ იყო ხელსაყრელი,რომ გიგლა ბერბიჭაშვილი ყოფილიყო დაპატიმრებული და გაესამართლებინათ ილიას მკვლელობისათვის,რადგან იგი აუცილებლად დაასახელებდა “იმერელს” – სერგო ორჯონიკიძეს.ამიტომ იყო,რომ ბერბიჭაშვილი ორჯონიკიძემ საქართველოს მოაშორა და თან წაიყვანა ირანში.

საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს “მოღალატეს” და “გამყიდველს” სერგო ორჯონიკიძეს თავისი “მოღვაწეობა” წიწამურში ილიას მკვლელობით არ დაუმთავრებია.მან ეს აქცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ გააგრძელა,როცა ის რბილ სავარძელში ჩაჯდა,როცა ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის მეთაური გახდა,მან სისხლით მორწყული ჩვენი მიწები ჩამოურიგა აზერბაიჯანელებს,სომხებსა და სხვა უცხოტომელებს.

კაცთა მკვლელობა,ღალატი და შური კომუნისტებს ისტორიულად მოსდგამთ.ციხე,გადასახლება და ადამიანის მოსპობა-განადგურება მათთვის ალბათ პირველი სიტყვა იყო,ისე,როგორც ბავშვისათვის – დედა.

ბოლშევიკები ხელისუფლებისაკენ მიმავალ გზას მახვილითა და სისხლით მიიკვლევდნენ,ისინი სპობდნენ და ანადგურებდნენ სამშობლოსათვის თავდადებულ ადამიანებს.მათი პირველი მსხვერპლი კი – ილია ჭავჭავაძე იყო.

“წიწამურში გასროლილი ბერდანის ტყვიის გულშემზარავი ხმა დღემდე ისმის სქართველოს ყოველი კუთხის ყოველ ქართულ ოჯახში”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>