კლოდ იზერლი – “ეპიზოდი”
1945 წლის 6 აგვისტოს დილით 8:15 წუთზე ამერიკული თვითმფრინავიდან B 29-დან იაპონური ქალაქის – ჰიროსიმას ცენტრში 600 მეტრი სიმაღლიდან ჩამოგდებულ იქნა 13 კილოტონის ექვივალენტის მქონე ატომური ბომბი,რომელსაც – “ბიჭუნა”-ს უწოდებდნენ.ამ უსაშინლეს მოვლენას 80 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა (არაოფიციალური მონაცემებით 200 000).ატომური ბომბის ჩამოგდების შემდეგ,ამერიკაში დაბრუნებული B 29-ის თვითმფრინავის ერთ-ერთი პილოტი - კლოდ იზერლი,საშინელ დეპრესიაში ჩავარდა და მალევე (1947 წელს) დემობიზილირებულ იქნა სამხედრო სამსახურიდან.იგი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მათ,ვინც მას “გმირს” უწოდებდა და მოუწოდებდა მათ,რომ მისთვის ეს საპატიო სახელი არ ეწოდებინათ.მანვე,იმთავითვე უარი განაცხადა კლოდ დიზერლის შესახებ ბიოგრაფიული ფილმის გადაღებაზე.აქვე მინდა ავღნიშნო,რომ კლოდმა ფილმის შემქმნელებისაგან შეთავაზებულ (იმ დროისათვის უზარმაზარ გასამრჯელოზე) – 10 000 $-ზეც კი სასტიკი უარი თქვა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც თავად ამბობდა,ჰიროსიმას საშინელი ნგრევა და მსხვერპლი მას მუდამ თან სდევდა.კლოდმა რამდენიმე წერილი გააგზავნა ადგილობრივ მუნიციპალიტეტში,სადაც მოითხოვდა,რომ იგი “დამნაშავედ” ეცნოთ,თუმცა,როგორც მოსალოდნელი იყო,მისი წინადადება არც კი განუხილავთ.მალევე,მან იმისათვის,რომ დამნაშავედ ეღიარებინათ ორი ძარცვა მოაწყო,თუმცა როგორც “ომის გმირი” ორივეჯერ განთავისუფლებული იქნა პასუხისმგებლობისაგან. 1960 წელს – კლოდ იზერლი გადაყვანილ იქნა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში,სადაც მან სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე დაჰყო.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ჰიროსიმას ტრაგედიის ერთ-ერთმა შემოქმედმა პილოტმა – კლოდ იზერლიმ,გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე,მთელი თავისი დანაზოგი ფული,”ჰიროსიმას ბავშვთა ფონდს” გადასცა. (ავტორი გენია.ჯი)