“პილენაის ციხე-სიმაგრის გმირი ლიტველი დამცველები”
მიუხედავად იმისა,რომ ზუსტი ადგილმდებარეობა დღემდე არ არის დადგენილი,ცნობილია,რომ პრუსიის საზღვართან სიახლოვეს XIV საუკუნეში წამომართული იყო ლეგენდარული ლიტვური ციხე-სიმაგრე – “პილენაი”.ლიტველმა ხალხმა აღნიშნული ციხე-სიმაგრე თავის დროზე მაღლობზე ააგეს და საკმაოდ ფართო მუხის კედლებითაც შემოსაზღვრეს,ხოლო გარე პერიმეტრზე ღრმა წყლით სავსე არხები გაიყვანეს,რათა მტრების თავდასხმის შემთხვევაში უფრო მეტად ყოფილიყვნენ დაცულნი.”პილენაი”-ს ციხე-სიმაგრის მმართველი გახლდათ,სიმამაცით ცნობილი ლიტველი თავადი – მარგირისი.ციხე-სიმაგრეში გარდა ადგილობრივი მოსახლეობისა,მარგირისის მეუღლე და მცირეწლოვანი ვაჟიშვილიც ცხოვრობდნენ.
1336 წლის 25 თებერვალს “ტევტონური ორდენის” გერმანელმა რაინდებმა “პილენაის” ალყა შემოარტყეს.მათ ძალიან კარგად უწყოდნენ მარგირისის სიმამაცის შესახებ და ამბობდნენ კიდეც: “ეს წყეული პილენაელი თავადი – ის ნამდვილი ძაღლია,რომელიც თავისი ქოხის წინ წევს და შიგ არავის უშვებსო”. (ავტორი გენია.ჯი) ტევტონელ რაინდებსა და პილენაის გმირ დამცველებს შორის საშინელი დაპისპირება დაიწყო.გერმანელი მოალყეების რაოდენობა ლიტველებზე გაცილებით დიდი იყო,რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა კიდეც ბრძოლის საბოლოო შედეგზე.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მარგირისის მკვლელობის შემდეგ,ციხე-სიმაგრის დაცვა საკუთარ თავზე მარგირისის უმამაცესმა მეუღლემ აიღო.მან პილენაის მოსახლეობას მეტად ამაღელვებელი სიტყვით მიმართა: “მიუხედავად იმისა,რომ ფიზიკურად სუსტი ვარ,პილენაის დამცველებთან ერთად ღირსეულად დავიცავ არა მარტო ციხე-სიმაგრეს,არამედ სრულიად ლიტველ ხალხს.ვფიცავ,რომ სანამ სული პირში მედგმება ხმალს ხელიდან არ გავაგდებ და შურს ვიძიებ ჩემი ქმრისა და პილენეის დაღუპული მცველებისათვის.გემუდარები დამეხმარე მე და პილენაის გმირ მცველებს – ღმერთო პერკუნას!”
როგორც ისტორიკოსები ირწმუნებიან,მარგარისის მეუღლე თავად მიუძღოდა პილენაელებს მტერთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში და იგი ისე იბრძოდა,როგორც ნამდვილი მამაკაცი.თუმცა,როგორც ცნობილია: “ძალა აღმართს ხნავს!” – და პილენეელებიც უცილობელი მარცხის წინაშე აღმოჩნდნენ.მათ ორი გზა რჩებოდათ: ან ტყვედ უნდა ჩაბარებოდნენ ტევტონელ რაინდებს,ან სიცოცხლე სუიციდით უნდა დაესრულებინათ.მათ განაცხადეს: “ჩვენ არ ვიქნებით მონები! ჩვენ,როგორც თავისუფალი ადამიანები ისე დავიღუპე ბით!” – და მათ ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩიეს.პილენაელებმა ჯერ თავიანთი სახლ-კარი და სარჩო-საბადებელი გადაწვეს,ხოლო შემდგომ კი თითოეულმა მათგანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.როდესაც ტევტონები პილენაიში შევიდნენ,მათ ის 4 000 ცხედარი იხილეს,რომელთაც მასიური სუიციდით მოისწრაფეს სიცოცხლე.
აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სიკვდილს გადაურჩა მარგარისის ვაჟი,რომელიც შემდგომ გერმანელებმა მარიენბურგში გადაიყვანეს.მასზე მზრუნველობა კი ერთ-ერთმა გერმანელმა რაინდმა აიღო საკუთარ თავზე.”პილენაის” დამცველთა გმირობა კი ლიტველი ხალხის ისტორიაში უდიდეს მოვლენად არის მიჩნეული.აღნიშნული ისტორიის შესახებ,ცნობილმა ლიტველმა კომპოზიტორმა – ვიტაუტას კლოვამ დაწერა ოპერა – “პილენაი”,რომლის პრემიერაც 1956 წელს შედგა. (ავტორი გენია.ჯი)
“პილანეი”-ს გმირებისადმი მიძღვნილი მემორიალი ლიტვაში