გაბრიელ ქიქოძის “ქადაგებებიდან”

“რა უნდა ვიფიქროთ,რა უნდა ვსთქვათ ზოგიერთთა ქალთა ზედა,რომელთა ნუგეში და ბედნიერება მდგომარეობს მხოლოდ კარგი ტანისამოსის ჩაცმაში,თავის მოკაზმვაში; რომელნი მხოლოდ მაშინ არიან ბედნიერნი და კმაყოფილნი,როდესაც აჯობებენ სხვა ქალთა სილამაზიტა და მორთულობითა… და განიმეორებენ ყოველთა ჭირთა და ცრუთა ამბავთა. – ღმერთი მათი არა ქრისტე არს,არამედ ამაოება ამის სოფლისა”. (ავტორი გენია.ჯი)

“ყოველი კაცი იმას უნდა ცდილობდეს,რომ სინდისმან მისმან არ დაუმალოს ცოდვა მისი.უცოდველი არავინ არის.არა ძალ-უძს კაცსა ხორციელსა იცხოვროს ქვეყანასა ზედა და არა სცოდოს.გარნა ყოველი კაცი უნდა ცდილობდეს,რომ შეიტყოს ცოდვა თვისი,არ ამართლებდეს თავს… დიდი სულგრძელობა არის,ოდეს ცოდვილი პირდაპირ იტყვის: მე სწორედ დანაშაული ვარ.. გარნა საუბედუროდ კაცი ცოდვილი ამას ძნიად იქმს”.

“ვინც კარგად თავის თავი იცნა,ის აღარც თავის მოყვასს განიკითხავს.მოყვასის განკითხვა ის არის,როცა კაცი თავის ცოდვას და ნაკლუვანებას არ ხედავს და სხვის ცოდვას და ნაკლოვანებას კი ხედავს და ზრახავს.ეს ცუდი ჩვეულება თითქმის ყოველ კაცს აქვს… გარნა ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანი უმეტესად თავის თვას განიკითხავს და არა სხვას”. (ავტორი გენია.ჯი)