ბუირ-ნუურის ტბა
ბუირ-ნუურის ტბა – წარმოადგენს მონღოლეთის აღმოსავლეთითა და ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ საზღვარზე მდებარე დიდ მტკნარ ტბას.მონღოლეთში მას სხვა სახლწოდებითაც,კერძოდ – ჰულუნ-ბუირის სახელით მოიხსენიებენ.იგი განთავსებულია სტეპში ზღვის დონიდან 583 მეტრ სიმაღლეზე.ტბის საერთო ფართობი 610 კვადრატული კილომეტრია,საშუალო სიღრმე 6,5 მეტრი,ხოლო ყველაზე ღრმა ადგილი 11 მეტრს აღწევს.ბუირ-ნუურის ტბის წყლის საერთო მოცულობა კი 3,8 კუბური კილომეტრის ექვივალენტია.ტბის ქვიშიან-ქვიანი ფსკერი ბრტყელი ფორმის არის.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ბუირ-ნუურის ტბის ზედაპირი ნოემბრის თვეში იწყებს გაყინვას და მაისამდე მუდმივად ყინულის საფარის ქვეშ არის მოქცეული.ტბაში ჩაედინება ორი მდინარე,მათ შორის ერთ-ერთი ის ხალხინ-გოლია,რომლის სანაპიროებთანაც 1939 წელს გაიმართა ბრძოლა საბჭოთა კავშირ-მონღოლეთისა და იაპონია-მანჯურიის მოკავშირეთა არმიებს შორის,სადაც იაპონია-მანჯურიის არმიამ მარცხი განიცადა.თავად ტბიდან კი ერთი მდინარე – ორშონ-გოლი გაედინება,რომელიც თავის მხრივ დალაინორის ტბაში ჩაედინება.ბუირ-ნუურის ტბა მდიდარია თევზის სხავადსხვა სახეობებით.მათ შორის – კობრით,ქარიყლაპიითა და ნალიმით.საინტერესოა ის გარემოებაც,რომ სწორედ აღნიშნულ ტბასთან ბინადრობენ “წითელ წიგნში” შეტანილი ერთ-ერთი უნიკალური სახეობის გედების გუნდები.ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებული ბუირ-ნუურის ტბის ნაწილი შეყვანილია “დალაიონის ნაკრძალის” შემადგენლობაში,ხოლო მონღოლეთში კი მიმდინარეობს სამუშაოები იმისათვის,რომ იგი დაცული ტერიტორიების ნუსხაში იქნას შეყვანილი. (ავტორი გენია.ჯი)