F22 Raptor
F22 Raptor არის Lockheed Martin-ის მიერ წარმოებული ამერიკის შეერთებული შტატების ერთ ადგილიანი, ორ ძრავიანი სტელსის სისტემის მეხუთე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომელიც შეიქმნა 1980-იან წლებში გამოშვებული F-15 Eagle-ს შესაცვლელად.აშშ-ის შეიარაღებაში შევიდა 2000-იან წლებში,მხოლოდ 187 F22 არის შეკვეთილი. (ავტორი გენია.ჯი) მისი ექსპორტი აკრძალულია,მიუხედავად იმისა,რომ იაპონიამ,ისრაელმა და ავსტრალიამ ინტერესი გამოიჩინა. ზოგიერთ მეცნიერთა ჯგუფი მას უარყოფითად მიიჩნევს და იწუნებს კიდეც,რადგან ფიქრობენ,რომ იგი არაა გათვლილი ასიმეტრიული კონფლიქტებისათვის,რომლებშიც ამერიკელები მონაწილეობენ და რომლებშიც,მათი აზრით,საჭიროა მოიერიშე თვითმფრინავები და არა ცივი ომის ტიპიური საჰაერო უპირატესობის მფლობელი თვითმფრინავები. მისი ფუნქციაა სტელსის საჰაერო უპირატესობის გამანადგურებელი, ასევე მრავალფუნქციური გამანადგურებელი იყოს. წარმოებულია Lockheed Martin Aeronautics და Boeing Integrated Defence Systems-ის მიერ. ამ უჩვეულო და ძლიერი გამანადგურებელის პირველი გაფრენა მოხდა 1990 წლის 29 სექტემბერს,როცა ჯერ-ჯერობით ჩამოუყალიბებელი იყო YF-22,ხოლო როცა მან სრული სახე შეიძინა F22 Raptor,ის გაფრინდა პირველად 1997 წლის 7 სექტემბერს. პირველი მისი წარდგენა მოხდა აუდიტორიის წინაშე 2005 წლის 15 დეკემბერს. ძირითადად მომხმარებელი სახელმწიფო გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატები,ვინაიდან მისი გაყიდვა აკრძალულია გარკვეული და საიდუმლო მიზეზების გამო, ჯერ-ჯერობით მხოლოდ აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალებში იმყოფება. სულ 2009 წლის მაისისთვის,წარმოებული იქნა 141 რეპტორი,ხოლო პროგრამის ღირებულება შტატებს დაუჯდა 65 მილიარდი USD. ერთეული თვითმფრინავის ღირებულება კი 137.5 მილიონი USD,მიუხედავად იმისა,რომ არ იყიდება, (ავტორი გენია.ჯი) მაინც აქვს საბაზრო ღირებულება. F22 Raptor-ს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების ცნობით,მას არ მიუღია მონაწილეობა არცერთ სამხედრო ოპერაციაში. რაც შეეხება ავარიებს,პირველი ავარია ამ თვითმფრინავის მოხდა 2004 წლის 20 დეკემბერს,ნელის ბაზიდან აფრენის შემდეგ ერთი F22 მაშინვე ჩამოვარდა. მფრინავმა დროულად მოახდინა კატაპულტირება და გადარჩა,ხოლო მეორე მოხდა 2009 წლის 25 მარტს,ერთი რეპტორი ჩამოვარდა ედვარდსის ბაზიდან დაახლოებით 10 კილომეტრის დაშორებით. მფრინავი არ მსახურობდა აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალებში. იგი მუშაობდა კომპანია Lockheed-თვის.მისი კომბინაციებია, ჰაერი-ხმელეთი,ჰაერი-ჰაერი. დღესდღეობით ყველაზე ძლიერი გამანადგურებელია,როგორც თავისი მანევრით ასევე თავისი ფუნქციებით,ასევე ვერ აღიქვამს რადარის სისტემა და ვერც ხედავს მას,სიჩქარიდან გამომდინარე და ასევე თავისი სტელს ფუნქციით,რომელიც ახშობს რადარის მუშაობას,ასევე იმიტომ ვერ ხედავს,რომ სარაკეტო სისტემა გარეთ არ აქვს დამაგრებული,ყველაფერი შიგნით აქვს შეწეული და ესეც მოქმედებს რადარის უმოქმედობაზე. ამ რეპტორის გამოშვების შემდეგ,ბევრი ქვეყანა ცდილობს შექმნას (არარის ლაპარაკი უმჯობესზე) მიახლოვებული სტელსის ტიპის გამანადგურებელი,რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს რეპტორს,თუმცა ასეთი ჯერ-ჯერობით არ ჩანს. მისი სიჩქარეა 3500km/h,ნიტროს გარეშე,რომელსაც ნიტროს შემდეგ წარმოუდგენელ სიჩქარეს ანვითარებს,ამიტომ, (ავტორი გენია.ჯი) როგორც ამერიკელი სამხედრო მეცნიერები ამტკიცებენ,მასთან ბრძოლა ნებისმიერი იარაღით შეუძლებელია,ასევე შეუძლებელია ნებისმიერი საფრენი ობიექტით. F22-ის რადარს 356 კილომეტრის რადიუსში შეუძლია დააფიქსიროს ნებისმიერი საფრენი ობიექტი და გაანადგუროს იგი.