ჯოტო დი ბონდორე – “ეპიზოდი”
რომის კათოლიკური ეკლესიის რიგით 194-ე პაპმა – ბენედიქტე XI-მ (ერისკაცობაში – ნიკოლო ბიკასინი დე ტრევიზო),ვატიკანში თავისთან მიიწვია იმ პერიოდისათვის ჯერ კიდევ უცნობი გენიალური იტალიელი (ფლორენციელი) ფერმწერი,მოქანდაკე და არქიტექტორი – ჯოტო დი ბონდორე (1267-1337 წლები).რომის პაპის მიზანი იყო,რომ შეეფასებინა ახალგაზრდა მხატვრის შესაძლებლობები,რათა მისთვის კურთხევა მიეცა რელიგიური მოტივების მქონე ფრესკებზე ემუშავა.მას შემდეგ,რაც ჯოტო პაპთან აუდიენციაზე გამოცხადდა,ბენედიქტე XI-მ,რომელიც საკმაოდ კარგად ერკვეოდა სახვითი ხელოვნების ნიუანსებში,მას სთხოვა თავისი ოსტატობის დამადასტურებელი ფაქტის ჩვენება.ფლორენციული სამხატვრო სკოლის დიდებულმა წარმომადგენელმა,პაპს შეთავაზებულ წინადადებაზე თანხმობა განუცხადა და მოითხოვა მისთვის წითელი საღებავის,ფუნჯისა და სახატავი ქაღალდის მიტანა,რაც რაღა თქმა უნდა დაკმაყოფილებულ იქნა.ბენედიქტე და კარდინალები დიდი გულისყურით შესცქეროდნენ იმას,თუ რა მეთოდით დაამტკიცებდა მხატვარი თავის გენიალურობას… ჯოტომ ხელის ერთი მოსმით,ქაღალდზე,ყოველგვარი დამხმარე საშუალებების გარეშე იდეალური წრე შემოხაზა,რამაც ბენედიქტე აღტაცებაში მოიყვანა და მას ეკლესიებში არა მარტო ფრესკებზე მუშაობის კურთხევა,არამედ მრავალი შეკვეთაც მისცა. (ავტორი გენია.ჯი)
ბენედიქტე XI