“ავერონელი ვიქტორი” – (ველური ვიქტორი)
“ავერონელი ვიქტორი” - ინგლისურ ენაზე “Victor of Aveyron”,რომელსაც ასევე მოიხსენიებდნენ,როგორც “ველური ვიქტორი”,წარმოადგენდა “ჯუნგლების ბავშვად” (მაუგლი) წოდებულ პატარა ბიჭუნას,რომელმაც მთელი თავისი ბავშვობა ტანისამოსისა და ადამიანებთან ურთიერთობის გარეშე ტყეში გაატარა.1797 წელს,სან-სერნი-სიურ-რანსში (საფრანგეთი) ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ტყეში,აღმოჩენილ იქნა პატარა შიშველი ბიჭუნა (ავტორი გენია.ჯი) .მის მიმართ ინტერესი იმდენად დიდი იყო მნახველებისა,რომ დააკავეს და უახლოეს სოფელში გადაიყვანეს.როდესაც მოსახლეობას უჩვენეს იგი ყველა გაოცებული და შოკირებული დარჩა,რადგან მანამდე მათ არასოდეს ენახათ “ველური ბავშვი”.დაკავებიდან მალევე გაიქცა და კვლავ ტყეს შეაფარა თავი.მას შემდეგ ადამიანები ველურ ბიჭუნას,პერიოდულობით ხედავდნენ ტყეებში. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი ფაქტები კი 1798-1799 წლებში დაფიქსირდა.1800 წლის 8 იანვარს,ბავშვი თავად გამოვიდა ტყიდან და სოფელში ადამიანებთან მივიდა.როგორც თვითმხილველების გადმოცემებიდანაა ცნობილი,იმ პერიოდისათვის ბავშვის ასაკი 12 წელი უნდა ყოფილიყო.მისი საუბრიდან,საქციელიდან და ტანზე მიყენებული უამრავი ნაიარევიდან,ადვილად დაასკვნიდა ადამიანი,რომ ბავშვი ველური ცხოვრებით ჯერ კიდევ ჩვილობის ასაკიდან ცხოვრობდა.სოფლის მოსახლეობამ,სადაც ბავშვი მივიდა,იგი დიდი სიხარულით მიიღო და მალევე ეს ამბავი მთელ რეგიონს მოედო.ცოტა ხნის გასვლის შემდეგ “ველური ბავშვი”,ხელისუფლების წამრმომადგენელთა ყურადღების ქვეშაც მოექცა და იგი მისი პიროვნების დადგენის მიზნით,ქალაქში იქნა გადაყვანილი.ამ ისტორიით და ბავშვის წარმომავლობით დაინტერესდა,ცნობილი ახალგაზრდა ექიმი ჟან მარკ გასპარ იტარი (1775-1838 წლები) დაინტერესდა.სწორედ მან შეურჩია ბავსვს სახელად – ვიქტორი.ჟანმა პატარასთან ერთად ხუთი წელი იცხოვრა და ცდილობდა ყოველივე ადამიანური საქციელი შეესწავლა მისთვის.მან ამ მიზნით რამდენიმე სპეციალური პროგრამაც კი შეიმუშავა.მიღწეულ შედეგებს კი შემდგომ თავის დღიურში აღწერდა.მიუხედავად მრავალი მცდელობისა,ვიქტორმა მაინც ვერ მოახერხა ლაპარაკის სრულყოფილად შესწავლა და ვერც სრულად შეძლო ჩვეულებრივი ადამიანისათვის დამახასიათებელი მანერების ათვისება. (ავტორი გენია.ჯი) საბოლოო ჯამში ვიქტორი ტყეს აღარასოდეს დაბრუნებია.აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ვერანაირად ვერ დადგინდა თუ საიდან მოხვდა ჩვილი ტყეში,ან ვისი შთამომავალი იყო იგი.”ველური ვიქტორი” გარდაიცვალა 1828 წელს,საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში.მოგვიანებით კი მას ამ ქვეყანაში ძეგლიც დაუდგეს და მხატვრული ფილმიც გადაიღეს.
მემორიალური დაფა,იმ სოფელში,სადაც ვიქტორი თავისი ნებით გამოცხადდა ადამიანებთან
კადრები “ველური ვიქტორზე” გადაღებული ფილმიდან