რობერ-ფრანსუა დამიენი
რობერ-ფრანსუა დამიენი - დაიბადა 1715 წლის 9 იანვარს,ლე-ტელუაში (საფრანგეთი).იგი გახლდათ ის ფრანგი მოქალაქე,რომელმაც თავდასხმა განახორციელა,საფრანგეთისა და ნავარის მეფე ლუი XV დე ბურბონზე (თუმცა უშედეგოდ).1757 წლის 5 იანვარის საღამოს,მაშინ როდესაც ლუი,ტრიანონის სასახლიდან გამოვიდა და კარეტაში (დახურული ტიპის ეტლი),ჩასაჯდომად ემზადებოდა,უცაბედად ფრანგ გვარდიელებს ხელიდან დაუსხლტათ დამიენი,რომელმაც დანით ერთი ჭრილობის მიყენება შეძლო საფრანგეთის მეფისათვის.იგი გვარდიელების მიერვე ადგილზე იქნა დაკავებული.აღსანიშნავია,რომ ლუი XV-ს დიდი დახმარება გაუწია “ცივმა ამინდმა”,რადგან იგი საკმაოდ თბილად იყო შემოსილი და ორმა ქურთუკმა,რომელიც მას ემოსა,დამიენის მიერ დანის დარტყმული დიდწილად შეაჩერა.მეფეს მარჯვენა ფერდში,დამიენის მიერ დარტყმული დანისაგან სერიოზული ჭრილობა არ მიუღია.დაკითხვებისას გაირკვა,რომ დამიენი მარტო მოქმედებდა და მას თანამზრახველები არ გააჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად მეფის მცირეოდენი ჭრილობისა და დამიენის მარტო მოქმედებისა,სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო,რის გამოც სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.1757 წლის 28 მარტს,თანამედროვე პარიზში მდებარე ოტელ-დე ვილის მოედანზე,დამიენის სიკვდილით დასჯა,საშინელი მეთოდებით განხორციელდა.მრავალმხრივი საჯარო წამების შემდეგ,დამიენის სხეული ოთხ ნაწილად გახლიჩეს (ცხენების მეშვეობით).აღნიშნული დასჯის მეთოდი იმ პერიოდის საფრანგეთში უკვე ასი წლის მანძილზე აღარ გამოიყენებოდა,თუმცა სანსონების ცნობილი დინასტიის ჯალათების მიერ სპეციალურად ამ დღისთვის იქნა აღდგენილი.რობერ-ფრანსუა დამიენის სიკვდილით დასჯა ოთხი საათის მანძილზე მიმდინარეობდა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ დამიენის შემდეგ ასეთი საშინელი წამების მეთოდით,საფრანგეთში ადამიანი სიკვდილით აღარ დაუსჯიათ.დიდმა ფრანგმა ფილოსოფოსმა – ვოლტერმა,ასეთი საშინელი მეთოდით დამიენის დასჯას “დამიენის ქმედებით გამოწვეული,კანონზომიერი შედეგი უწოდა”.დამიენის სიკვდილით დასჯის შემდგომ,მისი ოჯახის წევრებს – მამას,ცოლსა და ქალიშვილს,საფრანგეთის იძულების წესით დატოვება მოუხდათ.მის სანათესაოს კი აიძულეს საკუთარი გვარის შეცვლა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილი ისტორიული ფაქტია,რომ ლუი XV-ს,სახელი “დამიენი”,მასზე თავდასხმის შემდეგ,აღარასოდეს უხსენებია და მას შემდეგნაირად მოიხსენიებდა – “ბატონი,რომელსაც ჩემი მოკვლა სურდა”.რობერ-ფრანსუა დამიენის დასჯა თავის ტრაქტატში “იზედამხედველო და დასაჯო”,აღწერა XX საუკუნის დიდმა ფრანგმა ფილოსოფოსმა – მიშელ ფუკომ.