“მიზოლოგია”

“მიზოლოგია” - ინგლისურ ენაზე Misology”,წარმოადგენს ფილოსოფიურ ტერმინს,რომელიც მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან (“მიზოს” აღნიშნავს სიძულვილს,ხოლო “ლოგია” – სიტყვას).საერთო ჯამში ტერმინი “მიზოლოგია” გახლავთ სიძულვილი ყოველგვარი გონიერებისა და მეცნიერების მიმართ.ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსის – პლატონის,დიდებულ ნაშრომში “ფაედო”,რომელშიც ასახულია გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსის სოკრატეს უკანასკნელი დღეები,სოკრატე “მიზოლოგიას”,ათანაბრებს მიზანთროპობასთან (კაცთმოძულეობა) და სწორედ “მიზოლოგიას” მიიჩნევს “მიზანთროპიის” საწყისად.შესაბამისად სოკრატესვე აზრით “მიზოლოგია” გახლავთ – “დიდი უბედურება”. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ტერმინი,საყოველთაოდ,ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა 1870 წელს,მას შემდეგ,რაც პლატონის ნამუშევრები თარგმნა – ბენჯამინ ჯოვეტამ. (ავტორი გენია.ჯი)