ჰარმოდიუსის,არისტოგიტონისა და ლეაინას გმირობა…
ისტორიკოსთა დიდი ნაწილი მიიჩნევს,რომ მსოფლიოში,დემოკრატიულმა ძვრებმა ათვლა ძვ.წ.აღ-ით 514 წელს ანტიკური ხანის ათენში,ერთ-ერთ უდიდეს რელიგიურ და პოლიტიკურ დღესასწაულზე – “პანათენურ თამაშებზე” მომხდარი მოვლენიდან დაიწყო.ამ დღეს გიფირეების გვარის ორმა წარმომადგენელმა – ჰარმოდიუსმა და არისტოგიტონმა თავდასხმა განახორციელეს ხალხის მოძულე ათენის ტირანზე – ჰიპიასზე,თუმცა მათ მხოლოდ მისი უმცროსი ძმის – ჰიპარქეს მოკვლა მოახერხეს. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთი უძველესი ათენური გადმოცემის თანახმად,გარყვნილი ქმედებებით ცნობილმა ჰიპარქემ სასიყვარულო ურთიერთობის გაბმა სცადა ჰარმოდიუსთან და როდესაც მისგან უარი მიიღო,უარის მთქმელის დას დიდი შეურაცხყოფა მიაყენა.სწორედ აღნიშნული მოვლენის შემდეგ გადაწყვიტა შურისძიებით ანთებულმა ჰარმოდიუსმა ათენელი ტირანისა და მისი ძმის – ჰიპარქეს წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა და მისი მკვლელობა.მას მხარი აუბა არისტოგიტონმა,რომელთან ერთადაც გადაწყდა,რომ ჰიპიასზე თავდასხმა “პანათენური დღესასწაულის” აღნიშვნის დროს მოეწყოთ.გარდა ჰარმოდიუსისა და არისტოგიტონისა,შეთქმულებაში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ.იმ დღეს,როდესაც ჰიპიასზე და ჰიპარქეზე თავდასხმა უნდა მომხდარიყო,გეგმა ერთ-ერთი შეთქმულის გამოისობით ჩაიშალა.კერძოდ,მას შემდეგ,რაც ჰარმოდიუსმა და არისტოგიტონმა იხილეს,თუ როგორ მშვიდად ემასლაათებოდა მათთან შეთქმული პიროვნება ჰიპიასს,მიიჩნიეს,რომ სასიკვდილო დარტყმას ტირანს სწორედ ის მიაყენებდა,რის გამოც ისინი ქუჩის იმ ნაწილისაკენ გაემართნენ,სადაც ჰიპარქე იმყოფებოდა.მათ კი განგმირეს ტირანის უმცროსი ძმა,მაგრამ მესამე შეთქმულმა დავალება არ შეასრულა და შესაბამისად,ჰიპიასი უცილობელ სიკვდილს გადაურჩა.ჰიპარქეს მოკვლისთანავე,მისმა მცველებმა სიცოცხლეს გამოასალმეს ჰარმოდიუსი.არისტოგიტონმა კი გაქცევა მოახერხა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,იგი მალევე იქნა დაკავებული.ჯალათები,რომლებიც უსასტიკესი მეთოდებით აწამებდნენ მას,დაკავებულისაგან მოითხოვდნენ დაესახელებინა ის პირები,ვინც მასთან ერთად მონაწილეობდა შეთქმულებაში.თუმცა მისგან რეალური შეთქმულების სახელები ვერ მოისმინეს.სამაგიეროდ,არისტოგიტონმა დაასახელა ის ადამიანები,რომლებიც ტირანის უახლოესი გარემოცვის წევრები იყვნენ.საბოლოო ჯამში,არისტოგიტონი წამების შედეგად გარდაიცვალა.ჰიპიასის ჯარისკაცებმა ასევე დააკავეს ჰარმოდიუსის საყვარელი ქალი,სახელად – ლეაინა (რაც ითარგმნება,როგორც – ლომი).ისევე,როგორც არისტოგიტონი,ლეაინაც საშინელი წამების მსხვერპლი გახდა.მესტრიუს პლუტარქეს გადმოცემით,იმისათვის,რომ ლეაინას შეთქმულების სახელები არ გაეცა,საკუთარი კბილებითვე მოიჭამა ენა.ლეაინა წამების შედეგად აღესრულა.ქალის მიერ ჩადენილმა გამაოგნებელმა გმირობამ ათენელები აღფრთოვანებაში მოიყვანა და მათ,აკროპოლისის მიმდებარე ტერიტორიაზე,ლეაინას სახელისა და მისი გმირული საქციელის უკვდავსამყოფად – “ენამოჭმული ლომის” ქანდაკება აღმართეს.მას შემდეგ,რაც ათენში ტირანია იქნა დამარცხებული,ჰარმოდიუსი და არისტოგიტონი,რომელთაც ბერძენმა ხალხმა “ტირანთა მკვლელები” და “განმათავისუფლებლები” უწოდა – “ეროვნულ გმირებად” შერაცხეს,ხოლო მათი ბრინჯაოსაგან დამზადებული ქანდაკება კი აკროპოლისზე აღმართეს. (ავტორი გენია.ჯი)
ჰარმოდიუსისა და არისტოგიტონის ქანდაკება