იან-მაიენი – “ეპიზოდი”
იან-მაიენი – წარმოადგენს გრენლანდიისა და ნორვეგიის ზღვებს შორის მოქცეულ 55 კილომეტრი სიგრძის ვულკანური წარმოშობის მქონე კუნძულს,რომელიც ნორვეგიის სამეფოს შემადგენლობაში ირიცხება. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ კუნძულს სახელწოდება მიენიჭა ვეშაპმჭერი გემის ნიდერლანდელი კაპიტნის საპატივცემულოდ.მეცნიერთა დასკვნის თანახმად,იან-მაიენის კუნძული წარმოშობილი უნდა იყოს დაახლოებით 700 000 წლის წინათ.ზაფხულობით საშუალო ტემპერატურა იან-მაიენზე +5 გრადუს-ცელსიუსია (მაქსიმალური ტემპერატურა ზაფხულში დაფიქსირებული იქნა +18 გრადუს-ცელსიუსი),ხოლო ზამთრობით -5 (იშვიათად ეცემა -20 გრადუს-ცელსიუსამდეც).აღნიშნულ კუნძულზე თქვენი ყურადღება იმიტომ შევაჩერე,რომ იგი მიიჩნევა დედამიწაზე იმ ყველაზე პირქუშ ადგილად,სადაც მზე უიშვიათესად ანათებს.როგორც ცნობილია,წელიწადში საშუალოდ 8 640 საათია.იან-მაიენის ცაზე ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მზე სულ რაღაც 823 საათის განმავლობაში ჩნდება (რაც თავის მხრივ,ერთ თვესა და სრულ ათ დღესაც კი არ შეადგენს).აღნიშნული მაჩვენებლით,მან ისეთი პირქუში ადგილებიც კი ჩამოიტოვა,როგორებიცაა – დანიური ტორსჰავნი (საშუალოდ,წელიწადში მზე ანათებს 884 საათი),რუსული ნიკოსლსკოე (992 საათი),ბრიტანეთის კოლუმბიის პრინს-რუპერტი (1230 საათი) და დიდი ბრიტანული ბირმინჰემი (1364 საათი). – (ავტორი გენია.ჯი)