ამბრუაზ პოლ ტუსენ ჟიულ ვალერის ესედან – “ერებისათვის”
“ერები უცხონი არიან ერთმანეთისთვის,ისევე,როგორც ხასიათით,ასაკით,რწმენით,ჩვეულებებით და მოთხოვნილებებით ერთმანეთისაგან განსხვავებული არსებები.ისინი ცნობისწადილითა და დიდი სიფრთხილით უთვალთვალებენ ერთმანეთს; იღიმებიან,ტუჩს იბზუებენ; აღტაცებით უცქერენ მთელს; ეჭვებით იწყვლიან და ზიზღით იფხორებიან.რაგინდ გულწრფელიც უნდა იყოს მათი სურვილი,რომ დაუახლოვდნენ და გაუგონ ერთმანეთს,ეს ურთიერთობა ყოველთვის იმღვრევა და გარკვეულ მომენტში წყდება.არსებობენ ერთგვარი გადაულახავი საზღვრები თავიანთი სიღრმითა და სიგრძე-სიგანით…
იმისდა კვალად,თუ რისი მიხედვით ადარებენ თავს ერთმანეთს, – ტერიტორიული სიდიდისა თუ მრავალრიცხოვნების,თავისუფლებისა თუ საზოგადოებრივი წყობილების,კულტურისა თუ სულიერი ფასეულობების,ან,თუნდაც,მხოლოდ მოგონებებისა თუ იმედების მიხედვით,ერები უცილობლად პოულობენ იმის საბაბს,რომ სხვებზე მაღლა დააყენონ თავი…” – (ავტორი გენია.ჯი)