ახირებული სანაძლეო,რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა მეცნიერებაში…
1775 წლის 9 ივნისს გერმანიის ქალაქ მიუნდენში დაბადებულ – გეორგ ფრიდრიხ გროტეფენდს,რომელიც პროფესიით ფილოლოგი გახლდათ, 27 წლის ასაკამდე რაიმე მნიშვნელოვანი სამეცნიერიერო აღმოჩენა არ გაუკეთებია და მისი ცხოვრებაც ერთობ უშფოთველად მიმდინარეობდა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,ალკოჰოლური სასმელით შეზარხოშებულმა 27 წლის გროტეფენდმა თავის მეგობრებთან ძალიან ახირებული და იმ პერიოდისათვის თითქმის შეუძლებლად მიჩნული სანაძლეო დადო: ის დანიძლავდა,რომ ლურსმნული ტექსტების გაშიფვრასა და წაკითხვას შეძლებდა.
როგორც ცნობილია,პირველი ცნობები ლურსმნული (სოლისებრი) დამწერლობის არსებობაზე XVIII საუკუნეს განეკუთვნება.ცნობილია ისიც,რომ ამ წარწერების პირველი ასლები ევროპაში გამოჩენილმა იტალიელმა მოგზაურმა – პიეტრო დელა ვალემ გაგზავნა.მას შემდგომ მრავალი კვალიფიციური ლინგვისტი და მეცნიერი ცდილობდა ლურსმნული დამწერლობის გაშიფვრას,თუმცა – ამაოდ.შესაბამისად,გროტეფენდს ყველა სანაძლეოს წაგებას უწინასწარმეტყველებდა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ გეორგს პერსეპოლისის უხეირო ასლების გარდა სხვა არაფერი გააჩნდა ლურსმნული დამწერლობისა.მიუხედავად ამისა,იგი წამოჭრილ პრობლემებს არ შეეპუა და აქტიურად და თავდაუზოგავად დაიწყო აღნიშნული საკითხის ირგვლივ კვლევები.სანაძლეოს დადებიდან რამდენიმე ხანში კი გოტეფენდმა თავისი კვლევების პირველი შედეგები მეცნიერებათა აკადემიას წარუდგინა,რამაც უდიდესი ფურორი მოახდინა მათში.სწორედ გროტეფენდი გახლდათ ისტორიაში ის პირველი ადამიანი,რომელმაც გაშიფრა ლურსმნული დამწერლობის პირველი ნიმუში, და ამაში უდიდესი წვლილი დაიდო მის მიერ დადებულმა სანაძლეომ,რომელიც შეზარხოშებულმა დადო.მალევე გეორგის მიერ ლურსმნული დამწერლობის გაშიფვრა არა მხოლოდ გენიოსის ნამოქმედარად იქნა აღიარებული,არამედ იგი მიჩნეული იქნა ადამიანის გონების ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად მეცნიერებაში. (ავტორი გენია.ჯი)
ლურსმნული დამწერლობის ნიმუში