“ტიტოიზმი”
“ტიტოიზმი” - წარმოადგენდა უმთავრეს კომუნისტურ იდეოლოგიას იუგოსლავიაში.აღნიშნული სახელწოდება კი ეწოდა იუგოსლავიის კომუნისტური პარტიის ლიდერის,ქვეყნის ხელმძღვანელის (1945-1980 წლებში) და საკმაოდ “ოდიოზური ლიდერის” იუგოსლავიისა - იოსიფ ბროზ ტიტოსი (1892-1980 წლები).გასაკვირი არ არის ის,რომ “ტიტოიზმი” ჩამოყალიბდა,როგორც ერთ-ერთი კომუნისტური იდეოლოგია,რადგან მანამდე ჩამოყალიბებულ იქნა: ლენინიზმი,მარქსიზმი,სტალინიზმი,ტროზკიზმი,მაოიზმი და ასე შემდეგ,თუმცა მათგან განსხვავებით,მისი იდეოლოგიური ფორმა აბსოლუტურად განსხვავდებოდა ზემოთ ჩამოთვლილი კომუნისტური იდეოლოგიებისაგან. (ავტორი გენია.ჯი) იგი გამოხატავდა სპეციფიკურ იდეოლოგიას,რომელიც წარმოიშვა იუგოსლავიის სოციალისტურ რესპუბლიკაში,მას შემდეგ რაც ამ ქვეყნის ხელმძღვანელს – ტიტოსა და საბჭოთა გენსეკს – სტალინს შორის,წარმოიშვა რიგი უთანხმოებებისა ქვეყნის (ამ შემთხვევაში იუგოსლავიის) პოლიტიკური მართვის მეთოდებთან დაკავშირებით.თავდაპირველადვე ტერმინი “ტიტოიზმი” უარყოფითი კონტექსტით გამოიყენებოდა,ტიტოს მოწინააღმდეგე და პრომოსკოვური ძალების იუგოსლაველი კომუნისტების მიერ.გარდა ამისა იგი განიხილებოდა იმ პერიოდის ევროპაშიც,ტოტალიტარიზმის ერთ-ერთ ნაირსხაეობად.სხვა კომუნისტური იდეოლოგიისაგან განსხვავებით ”ტიტოიზმი” გამოირჩეოდა და ორიენტირდებოდა მშვიდობიანი თანაარესბობის მოდელით დანარჩენ სამყაროსთან,მათ შორის კაპიტალისტურ ქვეყნებთან,რაც საბჭოთა კავშირის განსაკუთრებულ უკმაყოფილებას იწვევდა.”ტიტოიზმი” ბაზირდებოდა შემდეგ პრინციპებზე: ყოველ სახელმწიფოში საშუალება,მიეღწიათ კომუნიზმის უმაღლესი საფეხურისათვის,უნდა განსაზღვრულიყო თავად იმ სახელმწიფოს მიერ,რომელიც თავად იყო (ამ შემთხვევაში იუგოსლავია) და არა გარე ძალების მიერ,რომელი ქვეყანაც არ უნდა ყოფილიყო იგი (მხედველობაში მიიღებოდა საბჭოთა კავშირი).შესაბამისად საგარეო და საშინაო კურსი სრულიად დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო სხვა ქვეყნებისაგან.სწორედ ამ მოდელით იმართებოდა ათწლეულების მანძილზე იუგოსლავია და მანვე წარმოშვა პოლიტიკა “მიუმხრობლობის მოძრაობისა” ამ ქვეყანაში (საერთაშორისო მოძრაობა,რომელიც აერთიანებს 119 ქვეყანას და მისი მიზანია არ მიიღონ მონაწილეობა რაიმე სამხედრო ბლოკებში).სწორედ ამ მოძრაობის მეშვეობით ითქვა უარი იუგოსლავიის გაწევრიანებას “ეკონომიკური დახმარების ორმხრივ საბჭოში” (კომუნისტური ქვეყნების სამთავრობათაშორისო ეკონომიკური ორგანიზაცია.მეორე უმთავრესი პრინციპი “ტიტოიზმისა”,გახლდათ თვითმართველობა,რასაც ასე ძალიან მტკივნეულად განიცდიდა საბჭოთა კავშირი,რადგან მას არ ეძლეოდა იუგოსლავიის შიდა საქმეებში აქტიურად ჩარევის უფლება. (ავტორი გენია.ჯი) იუგოსლავია არ გახლდათ წევრი “ვარშავის ცნობილი ხელშეკრულებისა” (ნატოს საპირწონე სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი სოციალისტური ქვეყნებისა),რაც ერთგვარი იშვიათი გამონაკლისი გახდა ევროპაში მდებარე სხვა კომუნისტი ქვეყნებისაგან განსხვავებით.ზემოთ აღნიშნული მოვლენების გამო,ბევრი საბჭოთა იდეოლოგი იოსიფ ბროზ ტიტოს – “ტროცკიზმსა” და “ფაშიზმშიც” კი ადანაშაულებდა და მას საბჭოთა კავშირისათვის არასანდო პოლიტიკოსად მოიხსენიებდა.