ჯოაკინო როსინი – “ეპიზოდი”
XIX საუკუნეში გამოცემულ ერთ-ერთ ევროპულ ჟურნალში გამოქვეყნებული იქნა სტატია გენიალური იტალიელი კომპოზიტორის – ჯოაკინო ანტონიო როსინის (1792-1868 წლები) შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ სტატიაში როსინის შემოქმედების განხილვის გარდა ჯოაკინოს ის თვისებებიც იყო მიმოხილილი,რომელიც მას ცხოვრებაში ახასიათებდა.მაგალითად,სტატიიდან ირკვეოდა,რომ დიდი იტალიელი კომპოზიტორის უსაყვარლეს კერძს მაკარონისაგან დამზადებული კერძი წარმოადგენდა და იქვე იყო ხაზგასმული,რომ იმ პერიოდის ევროპაში ვერც ერთი პროფესიონალი მზარეული ვერ ამზადებდა ისეთ გემრიელ კერძს მაკარონისაგან,როგორსაც როსინი.ერთხელ ჯოაკინომ აღიარა კიდეც,რომ ცხოვრებაში სულ ორჯერ იტირა: ერთხელ,როდესაც პაგანინის ვიოლინოზე დაკვრას მოუსმინა,ხოლო მეორედ,როცა ხელიდან გაუვარდა მის მიერ მაკარონისაგან დამზადებული კერძი. (ავტორი გენია.ჯი)