“ბუცეფალი”

ბუცეფალი” - ყველაზე ცნობილი და ლეგენდარული ცხენია მსოფლიო ისტორიაში,რადგან მისი სახელი დაკავშირებულია ისეთ დიდ მხედართმთავართან,როგორიც იყო ალექსანდრე მაკედონელი.ალბათ არ იქნება ინტერესმოკლებული გავეცნოთ მის შესახებ შემორჩენილ უძველეს ცნობებს,უძველესი ავტორებისაგან.ბერძნული თარგმანით მისი სახელწოდებაა “ხარისთვალა” და იგი წარმოადგენდა უსაყვარლეს ცხენს “მოკვდავი ღმერთის” (როგორც მას მოიხსენიებდნენ) – ალექსანდრე მაკედონელისა.უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსის,ბიოგრაფისა და მორალისტის – მესტრიუს პლუტარქუსის,იგივე პლუტარქეს (56-127 წლები),გადმოცემის თანახმად ალექსანდრე იყო ერთადერთი ადამიანი,რომელმაც დაიმორჩილა და გახედნა იგი,მაშინ როდესაც მაკედონელი ჯერ კიდევ 10 წლის გახლდათ.მას შემდეგ “ბუცეფალი” უერთგულესი თანამგზავრი გახდა “მსოფლიოს მპყრობელისა”. (ავტორი გენია.ჯი) მაკედონიის მეფეს ფილიპე II-ს,აღნიშნული ცხენის შეძენა თესალიელმა ვაჭარმა ფილონიკმა შესთავაზა 13 ტალანად (დაახლოებით 340 კილოგრამი ვერცხლი),რაც არა მარტო იმ პერიოდში,არამედ დღესაც უზარმაზარი თანხაა.ბუცეფალი,რომელიც თავისი ჩრდილისგან (ლანდი) იმდენად შინდებოდა,რომ მისი დამორჩილება ვერავინ მოახერხა,რის გამოც ფილიპემ მის შესყიდვაზე უარი განაცხადა.ამ მოვლენას თვალს ადევნებდა პატარა ალექსანდრე,რომელმაც მამასა და ფილონიკს მიმართა,რომ მიეცათ თუნდაც ერთი შანსი მისი გახედნისა და თუ კი იგი მას ვერ მოათვინიერებდა,ამ შემთხვევაში თავად გადაუხდიდა ფილონიკს ზემოთ აღნიშნულ თანხას.სწორედ პლუტარქემ გადმოგვცა ალექსანდრესა და ბუკეფალის დუელი,რომელშიც გამარჯვებული ალექსანდრე დარჩა.პატარა ალექსანდრემ აღვირზე ხელის მოკიდებისთანავე,ჯერ კიდევ კვიცი სახით მზისკენ შეატრიალა,სწორედ ამ დროს მიხვდა მაკედონელი,რომ ცხენს საკუთარი ჩრდილი აფრთხობდა.რამდენიმე ხანი ალექსანდრემ ცხენთან ერთად ფეხით იარა,დამშვიდდა-რა ცხენი,იგი ელვის უსწრაფესად მოახტა მას და მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა,მაინც დაიმორჩილა.ფილიპე იმდენად მოინუსხა ალექსანდრეს ძალითა და გონებით,რომ იგი ჯერ გულში ჩაიკრა და შემდგომ მიმართა:

“შვილო ჩემო,ეძიე სხვა სამეფო,რადგან მაკედონია შენთვის მეტად მცირე აღმოჩნდებაო”.

ალექსანდრე მაკედონელმა ბუცეფალი აზიის ლაშქრობისას თან წაიყვანა,თუმცა მას ბრძოლებში არ იყენებდა და სხვა ცხენებით ბრძოლობდა.საყვარელ ცხენს მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებდა,როდესაც დამარცხებულ მტერს გაედევნებოდა ხოლმე.გრანიკოსის ბრძოლაში სპარსელებთან ძვ.წ.აღ-ით 334 წლის მაისში,მას ერთ-ერთი ცხენი გამოუკლეს.არიანეს,კურციუსისა და პლუტარქეს ცნობების თანახმად, (ავტორი გენია.ჯი) ცნობილი ხდება,რომ სპარსეთში კასპიის სანაპიროებთან ახლოს,ადგილობრივმა ბარბაროსებმა – უქსიებმა,ბუცეფალი გაიტაცეს.გაიგო რა ალექსანდრემ მისი გატაცების ამბავი,სასწრაფოდ მიავლინა ელჩები,რომელთაც დააბარა,რომ თუკი ისინი ბუცეფალს არ დააბრუნებდნენ,პირისა-და მიწისაგან აღგვიდა მათ ქვეყანას და მთელ ერს გაწყვეტდა.ამის შემდგომ მალევე იქნა ბუცეფალი დაბრუნებული “საღ-სალამათი”.გახარებულმა მაკედონელმა,მიუხედავად იმისა,რომ არავინ ითხოვდა გამოსასყიდს,მაინც დიდი ჯილდო გაიღო.ზოგიერთი ავტორი ირწმუნება,რომ ბუცეფალი დაიღუპა ინდოელი მეფის პორას წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში,რომელიც გიდასპის ბრძოლის სახელით არის ცნობილი ისტორიაში და იგი შედგა ძვ.წ.აღ-ით 326 წელს.ამასვე იუწყება პლუტარქეც,რომლის გადმოცემის თანახმადაც ბუცეფალი აღნიშნული ბრძოლის შემდეგ დაიღუპა,მიღებული ჭრილობების შედეგად.მრავალი სპეციალისტი მიიჩნევს,რომ ბუცეფალი ახალტეკინური ჯიშის ცხენი იყო (უმაღლესი ჯიშის ცხენი,თანამედროვე თურქმენეთის ოაზისის ახალ-ტეკეში გამოყვანილი და მოთვინიერებული ჯერ კიდევ 5000 წლის წინათ). (ავტორი გენია.ჯი) ბუცეფალის სიკვდილის შემდგომ ალექსანდრემ თანამედროვე პაკისტანის ტერიტორიაზე დააარსა ქალაქი – ბუცეფალი,რომელსაც დღესდღეობით – ჯალალპური ეწოდება.აღნიშნულ ქალაქში დღემდეა შემორჩენილი ანტიკური ხანის უნიკალური ძეგლები,რომლებიც სწორედ ალექსანდრე მაკედონელისა და მისი უსაყვარლესი ცხენის – ბუცეფალის სახელს უკავშირდება.