ჰანიბალის მიმართვა კართაგენის სენატს

როგორც ცნობილია,კართაგენის ქალაქ-სახელმწიფოს საბოლოო კრახი რომის იმპერიასთან მრავალწლოვან სისხლისმღმვრელ ომში განაპირობა იმ გარემოებამ,რომ ქვეყნის ხელისუფლებაში მოკალათებულ ჩინოვნიკთაგან სახელოვანი კართაგენელი მხედართმთავრისა და სახელმწიფო მოღვაწის – ჰანიბალ ბარკას (ძვ.წ.აღ-ით 247-183 წლები) მსგავსად ძალიან ცოტას შესტკიოდა გული სამშობლოს მომავალზე. (ავტორი გენია.ჯი) კართაგენელმა ჩინოვნიკებმა სახელმწიფოებრივ ინტერესებს პირადი ინტერესები ამჯობინეს,რამაც კართაგენს სხვა უამრავ ვალდებულებებთან ერთად,რომის იმპერიისათვის 10 000 ტალანტის კონტრიბუციის გადახდა დააკისრა.სწორედ მაშინ წარსდგა მარცხით სასოწარკვეთილი ჰანიბალი კართაგენის სენატის წინაშე იმ ისტორიული სიტყვით,რომელსაც აქვე შემოგთავაზებთ:

“თქვენ რომ შეგეძლოთ ისევე დაინახოთ ჩემი გული,როგორც ჩემსავე სახეს უყურებთ,გეცოდინებოდათ,რომ ის ღიმილი,რომელიც ახლა სახეზე მაქვს აღბეჭდილი,სიხარულის კი არა,სიმწრის ღიმილია, და იგი გამოწვეულია ჩემი თავზარდაცემული გულის მიერ. და მაინც,ჩემი ღიმილი დღეს ისეთივე უგუნური და უაზრო მნიშვნელობისაა,როგორც თქვენი უგუნური და უაზრო მნიშვნელობის ცრემლები.კართაგენელო სენატორებო,თქვენ იმ დროს უნდა გეტირათ,როდესაც წაგვართვეს იარაღი და გადაგვიწვეს ხომალდები.მაგრამ ვაი,რომ სწორედ მაშინ დუმდით,როდესაც უცქერდით,თუ როგორ ძარცვავდნენ ჩვენს მამულს.ახლა კი ისე მისტირით ყველაფერს,თითქოს ეს-ესაა დამდგარიყოს კართაგენის აღსასრულის დღე.თქვენ ტირით მხოლოდ იმიტომ,რომ აწი თავად მოგიწევთ საკუთარი საფულეებიდან რომაელთათვის კონტრიბუციის გადახდა.ვშიშობ,რომ ძალიან მალე ამ მოვლენას ყველაზე ნაკლებ უბედურებად მიიჩნევთ იმ უბედურებათა შორის,რომელთა გადატანაც წინ გელით”.

უსიამოვნო სიმართლის მოსმენა,როგორც წესი,ბევრს არ სიამოვნებს,რის გამოც ჰანიბალის მიერ წარმოთქმულმა სიტყვამ კართაგენელი სენატორები ერთობ განარისხა.თუმცა,კართაგენელთა საუბედუროდ,ამ უდიდესი მხედართმთავრის წინასწარმეტყველება ახდა: ხმელთაშუაზღვისპირეთში არსებული ეს უნიკალური ანტიკური ქალაქ-სახელმწიფო ერთხელ და სამუდამოდ,სრულად აღიგავა პირისაგან მიწისა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>