ჰანს-ულრიხ რუდელი – „ეპიზოდი”

„უდიდესი უსამართლობა,რომელსაც ისტოირია არ გვაპატიებს”. – ასეთი ამორალური განცხადება გააკეთა ნიურნბერგის სასამართლო პროცესის დასრულების შემდგომ გერმანელი ნაცისტებისადმი დიდი სიმპათიით განწყობილმა არგენტინის რესპუბლიკის პრეზიდენტმა – ხუან დომინგო პერონმა. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომაც მოიხსენიებდნენ არგენტინას – „მშობლიურ სახლად” მესამე რაიხის ჯალათები და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულობების ავტორები,რომლებმაც მრავლად შეაფარეს თავი ამ სამხრეთ ამერიკულ ქვეყანას.გარდა სხვა მრავალი გერმანელი ნაცისტისა,არგენტინას თავს აფარებდა ადოლფ ჰიტლერის ფავორიტი მფრინავი,პოკოვნიკი - ჰანს-ულრიხ რუდელი (1916-1982 წლები),რომელსაც ერთადერთს გადაეცა მესამე რაიხის უმაღლესი ჯილდო – „რკინის ჯვრის რაინდის ჯვარი ოქროს მუხის ფოთლით და ბრილიანტებით”.მან არგენტინაში დააარსა ორგანიზაცია,სახელწოდებით – „თანამოაზრეების საქმე”.გარდა ამისა,არგენტინის უმაღლეს სახელისუფლებო წრეებთან მოპოვებული გავლენებით წამოიწყო წარმატებული ბიზნესი.რუდელის ახლო მეგობართა წრეში ირიცხებოდა არა მხოლოდ არგენტინის პრეზიდენტი – პერონი,არამედ პარაგვაის დიქტატორი მმართველი – ალფრედო სტრესნერი და ჩილელი დიქტატორი – აუგუსტო პინოჩეტი.ნიშანდობლივია ისიც,რომ რუდელი პინოჩეტისა და სტრესნერის პირადი მრჩევლის პოსტსაც იკავებდა.არგენტინაში გადახვეწილმა გერმანელმა ნაცისტებმა რუდელის ხელშეწყობით დააარსეს ანტისემიტური მიმდინარეობის მქონე ჟურნალი,სახელწოდებით – „გზა”,რომლის რედაქციაშიც მრავლად იკრიბებოდნენ ყოფილი ესესელები.განსაკუთრებით აღმაშფოთებელი და ამაზრზენი იყო ის,რომ აღნიშნული ჟურნალი ხოტბა-დიდებას უძღვნიდა ისეთ მიზანთროპს,როგორიც გახლდათ -  „ოსვენციმის ყასბად” ცნობილი ექიმი. – იოზეფ მენგელე.

ამიტომაც გააკეთა ამორალური განცხადება ნიურნბერგის საერთაშორისო ტრიბუნალის დასრულების შემდეგ ხუან პერონმა – „უდიდესი უსამართლობა,რომელსაც ისტორია არ გვაპატიებსო”. – (ავტორი გენია.ჯი)

ხუან დომინგო პერონი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>