დედა ტერეზა – „ეპიზოდი”
კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი ალბანელი მონაზონისა და ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ნობელის პრემიის ლაურეატის – აგნესა გონჯა ბოიაჯიუს (1910-1997 წლები),იგივე – დედა ტერეზას საქმიანობის შესახებ მის სიცოცხლეშივე ბევრი კითხვის ნიშანი იყო დასმული. (ავტორი გენია.ჯი) დედა ტერეზა იმთავითვე ანესთეზიის კატეგორიული მოწინააღმდეგე იყო.გარდა ამისა,იგი ირწმუნებოდა,რომ ავადმყოფის განკურნების საუკეთესო საშუალება ლოცვა იყო და უარყოფდა ყოველგვარი სამკურნალო პრეპარატის დადებით შესაძლებლობებს.იმ საქველმოქმედო სახლებს,რომლებსაც მონაზონი განაგებდა,თავად „მომაკვდავთა თავშესაფრებს” უწოდებდა.თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად,ირკვევა,რომ ინდოეთში განთავსებულ ასეთ თავშესაფრებში დაბინავებული ადამიანებისათვის არანაირი შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობები არ ყოფილა შექმნილი (სუფევდა საშინელი ანტისანიტარია).ის კი არა და, იქ გადაყვანილ გასაცოდავებულ და დამშეულ ხალხს საწოლის ლეიბებიც კი სანატრელი ჰქონიათ.თავდაპირველად,ინდური პრესის,ხოლო შემდგომ მსოფლიო პრესის აღშფოოთება გამოიწვია იმ გარემოებამ,რომ გულის პრობლემებით შეწუხებულმა დედა ტერეზამ უარი განაცხადა თავისივე თავშესაფრების ბაზაზე არსებულ კლინიკებში მკურნალობაზე და არჩევანი ევროპისა და აშშ-ის ძვირადღირებულ სამკურნალო დაწესებულებებზე შეაჩერა.ბურუსით არის მოცული იმ მრავალმილიონიანი შემოწირულობების ბედიც,რომელთაც ალბანელი მონაზონის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ორგანიზაცია – „ქველმოქმედების მისიონერები” განაგებდა,რადგან თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა და დანიშნულების ფუნქციას ვერ ასრულებდა. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთი ლექციის მიმდინარეობისას მან განაცხადა,რომ მატერიალური დახმარება გაუწია ინდოეთის ქალაქ კალკუტაში მაცხოვრებელ 36 ათას ადამიანს,თუმცა აღნიშნული საკითხით დაინტერესებულმა ინდოელმა ჟურნალისტებმა სათანადო დოკუმენტების მოძიების შედეგად დაამტკიცეს,რომ მონაზონი ტყუოდა.როგორც აღმოჩნდა,დედა ტერეზამ მატერიალური დახმარება გაუწია არა 36 ათასს,არამედ – შვიდ ასეულ კალკუტელს.გარდა ამისა,დედა ტერეზას არაკეთილმოსურნეები ხაზს უსვამენ იმ გარემოებასაც,რომ იგი არასოდეს დახმარებია სტიქიით დაზარალებულ ადამიანებს.თუმცა მას ხშირად ვხვდებით ხოლმე სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანების ფონზე ფოტოებში. დაბოლოს,დედა ტერეზას არც ფინანსური დახმარება გაუწევია და არც არავისთვის მოუწოდებია დახმარებოდა მის მშობლიურ ქალაქს – სკოპიეს,რომელიც 1963 წელს საშინელმა მიწისძვრამ გაანადგურა. – (ავტორი გენია.ჯი)