პიტ მონდრიანი – „საღამო. წითელი ხე”
„საღამო. წითელი ხე” – წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი მხატვრის,ნეოპლასტიციზმის მიმდინარეობის თვალსაჩინო წარმომადგენლისა და აბსტრაქტული სახვითი ხელოვნების ერთ-ერთ ფუძემდებლის – პიტ მონდრიანის (1872-1944 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავის გამოყენებით დახატულ დიდებულ სურათს. (ავტორი გენია.ჯი) ტილოს სიმაღლე – 70,ხოლო სიგანე – 99 სანტიმეტრია.მასზე მუშაობა მხატვარმა 1908 წელს დაიწყო და 1910 წელს დაარულა.ეს ის გარდამავალი პერიოდი გახლდათ ხელოვანის შემოქმედებაში,როდესაც მონდრიანი ადრინდელი რეალისტური სიუჟეტიდან აბსტრაქტულ კომპოზიციებზე იწყებდა გასავლას. 1908, 1909 და 1910 წლების ზაფხულის პერიოდები სურათის ავტორმა ნიდერლანდების საზღვაო-საკურორტო ქალაქ დომბურგში,ლოვერნდალის აგარაკზე გაატარა,რომელიც თავის მხრივ,პიტის მფარველი და ხელშემწყობი მეცენატი ქალის – მარია ტან ვან პორტვლიტის საკუთრებას წარმოადგენდა.ელენა ბლავაცკაიას თეოსოფიით მოხიბლული მხატვრის შემოქმედებისათვის სწორედ დომბურგში გატარებული პერიოდი იქცა გარდამტეხი ეტაპი.
ტილოზე ღამის ფონზე გამოსახულია ულამაზესი მცენარე ტირიფისებრთა ოჯახისა – ძეწნა (მტირალა ტირიფი).მონდრიანმა აღნიშნული ტილოს ხატვს დროს უარი განაცხადა ტრადიციული რეალიზმის პრინციპებზე,ფორმასა და ფერებზე. (ავტორი გენია.ჯი) ავტორის მიერ გამოყენებული ნათელი და კობალტის ფერები ნათლად მიუთითებს მის შემოქმედებაზე პოსტიმპრესიონიზმის გავლენას,რაც ესოდენ დამახასიათებელი იყო პიტის თანამემამულეთა შემოქმედებისათვის.მაგალითად ისეთებისათვის,როგორებიც გახლდნენ ვან გოგი და იან ტოპორი.
მონდრიანის სიცოცხლეში მისი ტილო – „საღამო.წითელი ხე” ორჯერ იქნა წარმოდგენილი გამოფენებზე,რის შემდგომაც იგი შესყიდული იქნა ავტორის მეცენატი მფარველი ქალის – მარი ტან ვან პორტვლიტის მიერ.დღეისათვის აღნიშნული ტილო დაცულია ნიდერლანდების ჰააგაში განთავსებულ „მუნიციპალურ მუზეუმში”. – (ავტორი გენია.ჯი)
პიტ მონდრიანი