მიხეილ ბულგაკოვი – „ეპიზოდი”
გამოჩენილი რუსი მწერლისა და დრამატურგის – მიხეილ ბულგაკოვის (1891-1940 წლები) სამუშაო კაბინეტში,საწერი მაგიდის ზემოთ,კედელზე ეკიდა ძველი გრავიურა,სახელწოდებით – „ცხოვრების კიბე”,რომელზეც ალეგორიურად იყო ასახული ადამიანის სიცოცხლის ისტორია მისი დაბადებიდან გარდაცვალებამდე. (ავტორი გენია.ჯი) ლიტერატორის ახლობელთა გადმოცემის თანახმად,სახელგანთქმული რომანის – „ოსტატისა და მარგარიტას” ავტორს ძალიან უყვარდა ზემოაღნიშნული გრავიურა,რადგან იგი სრულად შეესაბამებოდა ბულგაკოვის შეხედულებას საკუთარი და ზოგადად,ადამიანის ცხოვრებისეული ბედის შესახებ. „ყოველი ასაკი – თავისებური „ჯილდოა ცხოვრებისა”. ეს „ცხოვრებისეული ჯილდოები” გადანაწილებულია სიცოცხლის კიბეებზე და რაც უფრო მაღლა ადის ადამიანი,მით უფრო უახლოვდება კიბის მწვერვალს,რომლიდანაც შემდგომ ნელ-ნელა დაბლა ეშვება უკანასკნელი კიბისკენ,ანუ სიცოცხლის ფინალისკენ”. – ამ სიტყვებით განმარტავდა ახლობელთა წრეში ბულგაკოვი თავისი საყვარელი სურათის ღრმა შინაარსს. – (ავტორი გენია.ჯი)
„ცხოვრების კიბის” ალეგორიული გამოსახულება