იცით თუ არა,რომ
1. უძველესი ეპოქის ეგვიპტეში, მდედრობითი სქესის ღვთაების ტაძარში ქურუმებს მამაკაცები წარმოადგენდნენ,ხოლო მამრობით ღვთაებებთან – ქალი ქურუმები. იმ ტაძრებში კი, სადაც ორივე სქესის ღმერთები სუფევდნენ, ორივე სქესის ქურუმები იყვნენ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. კათოლიკური სარწმუნოების მიხედვით, მღვდელი ეკლესიაზე დაქორწინებულად მიიჩნევა, ხოლო მართლმადიდებლობის მიხედვით მონაზონი ქრისტეს სარძლოა.
* * *
3. მშობიარობის ადგილი მსოფლიო ხალხთა ყოფაში სხვადასხვა პერიოდებში სხვადასხვა ადგილებში ხდებოდა. მაგალითად, ბაშკირებში – სამზარეულოში, უდმურდებში – აბაზანაში, ევენკებში – კარავში. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ იმ ნივთებს,რომელთაც მშობიარობის დროს გამოიყენებდნენ, მშობიარობის შემდეგ უმალვე ანადგურებდნენ.
* * *
4. ქართულ მითოსსა და რელიგიურ წარმოდგენებში ნადირობა „წმინდა საქმედ” მიიჩნეოდა. ხევსურული მასალის მიხედვით, ნადირობას „მხოლოდ ჯიხვზე” ნადირობას უწოდებდნენ, მონადირეებად კი მხოლოდ იმ ადამიანს მიიჩნევდნენ, რომელიც ჯიხვებს ხოცავდა,ხოლო, ვინც სხვა ცხოველებზე – დათვზე, მგელზე, მელაზე ნადირობდა, მასზე ხევსურები ამბობდნენ: „ეს ბიჭობა არისო და არა ნადირობაო”.
* * *
5. ოკეანეში სიცოცხლის წარმოშობის მეცნიერული ვარაუდის საფუძვლიანობას ისიც ამტკიცებს, რომ ოკეანის წყალი და ადამიანის სისხლი თითქმის ერთი და იმავე ქიმიური შემადგენლობისაა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ბუნებრივ პირობებში თევზის ხელოვნურ მოშენებას – „მარიკულტურა” ეწოდება.
* * *
7. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი დისერტაცია (სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში) დაცული იქნა 1920 წლის 9 მაისს გენიალური ქართველი ენათმეცნიერის – აკაკი შანიძის მიერ.
* * *
8. ისტორიის ადრეულ ეტაპებზე ქარვის ქვა კანის, ყელისა და რევმატიზმის დაავადებების ერთ-ერთ სამკურნალო საშუალებად მიიჩნეოდა.
* * *
9. სახეობების რაოდენობის მიხედვით პირველი ადგილი მწერებს შორის ხეშეშფრთიანებს, ანუ ხოჭოებს უჭირავთ. შემდეგ მოდიან კოლექტიურად მცხოვრები „საზოგადოებრივი” მწერები – ჭიანჭველები და ფუტკრები.
* * *
10. „აზიის თავი და თვალი”. – ასე მოიხსენიებდნენ ადრეულ პერიოდებში თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქალაქ ტრაპიზონს (ტრაპიზონის იმპერიის დედაქალაქი). – (ავტორი გენია.ჯი)