რამდენიმე ფაქტი კარიბის ზღვის შესახებ…
1. დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროში განთავსებულმა – კარიბის ზღვამ (ატლანტის ოკეანის ნაწილი), რომელსაც თავის დროზე – „სამოთხე დედამიწაზე” უწოდეს, თავისი სახელწოდება კარიბის ზღვის აუზში მაცხოვრებელი ერთ-ერთი ინდიელი ხალხისგან – „კარიბებისგან” მიიღო. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ყველაზე დიდი მდინარე, რომელიც კარიბის ზღვაში ჩაედინება, კოლუმბიის მთავარი მდინარე – მაგდალენაა, რომლის სიგრძე, ცნობისათვის, 1 550 კილომეტრს, მაქსიმალური სიღრმე – 7 686 მეტრს, ხოლო აუზის ფართობი – 257 438 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.
* * *
3. კარიბის ზღვის პირველი სრულყოფილი და ზუსტი რუკა 1856 წელს გამოჩნდა.
* * *
4. საინტერესოა ის გარემოება,რომ მეცნიერებს დღემდე არა აქვთ დადგენილი კარიბის ზღვის ზუსტი გეოლოგიური ასაკი (სავარაუდოდ, 4 მილიონი წლის წინათ წარმოიშვა).
* * *
5. კარიბის ზღვაში განთავსებული უამრავი კუნძულიდან მხოლოდ და მხოლოდ 2 %-ია დასახლებული. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. მსოფლიო საკაცობრიო ისტორიის მანძილზე არც ერთ სხვა ზღვაში არ ყოფილა ისეთი მრავალრიცხოვანი რაოდენობის მეკობრე და ფლიბუსტიერი (მეკობრე, რომლის მთავარი სამიზნე ესპანური საზღვაო ხომალდები იყო), რამდენიც კარიბის ზღვაში.
* * *
7. კარიბის ზღვის სანაპიროებსა და კუნძულებზე 13 ათასზე მეტი სახეობის მცენარე ხარობს, რომელთა ნახევარი მსოფლიოს არც ერთ სხვა რეგიონში არ გვხვდება.
* * *
8. კარიბის ზღვის სანაპიროებზე – 116 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.
* * *
9. მიუხედავად იმისა,რომ მეცნიერები სრულიად დასაშვებად მიიჩნევენ კარიბის ზღვაში ცუნამის წარმოქმნის საშიშროებას, ეს გამანადგურებელი სტიქიური მოვლენა, საბედნიეროდ, კარიბის ზღვის არსებობის ისტორიაში არასოდეს დაფიქსირებულა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. კარიბის ზღვის აუზი დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროს „ლიდერი” ქვეყანაა ტროპიკული ციკლონების რაოდენობის მხრივ. ამ უსასტიკეს ბუნებრივ მოვლენას კარიბის ზღვის აუზში 1780 წელს – 24 000 ადამიანი ემსხვერპლა; 1988 წელს – 400; 1998 წელს – 18 000; 2004 წელს – 1 300-ზე მეტი.