იცით თუ არა, რომ?!
1. 1845-1847 წლებში არქტიკის კვლევებში ჩართული „ჯონ ფრანკლინის ექსპედიციის” წევრების ტრაგიკულად გარდაცვალება უმეტეს წილად განპირობებული იყო შიმშილით, რადგან ინგლისის საადმირალოს შეკვეთით დამზადებულ კონსერვებში პროდუქტების ნაცვლად დამპალი ხორცი, ნახერხი და სილა აღმოჩნდა… – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. მეცხრამეტე საუკუნეში შავკანიანი მონებით მოვაჭრენი, რომელთაც ჯერ კიდევ შერჩენოდათ სინდისის ნატამალი, თავიანთ პროფესიას დარცხვენით – „შავი ძვლებით” ვაჭრობას უწოდებდნენ.
* * *
3. ნათქვამია: „ნაღდი პარიზელი, რაც უნდა ღარიბი იყოს, უთეატროდ ვერ გაძლებს, თუნდ ამან სადილიც შეიწიროსო”.
* * *
4. როდესაც ჩინგიზ-ყაენი სხვა ქვეყნების მბრძანებლებს სწერდა წერილებს, ლურჯ ბეჭედს ასვამდა. ჩვეულებრივ საბუთებს კი წითელს.
* * *
5. გენიალურ ფრანგ პოეტს – თეოფილ გოტიეს – ფრანგი რომანტიკოსების „საღმრთო ბატალიონის” მედროშედ მოიხსენიებდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „ზღვა, მუსიკა და თავისუფლება, – აი, ყველაფერი, რაც მიყვარს”, – უთხრა ერთხელ თავის ძმისშვილს დიდმა ფრანგმა მწერალმა – ჟიულ ვერნიმ.
* * *
7. მონღოლთა შუა საუკუნეობრივი ჩვეულების თანახმად, როდესაც ისინი მახლობელი ადამიანის სიკვდილზე საუბრობდნენ, არ იყო მიღებული, უკვე „წმიდა აჩრდილად” ქცეული განსვენებული ჩვეულებრივი სახელით მოეხსენებინათ. ისინი ვალდებული იყვნენ მისი სახელი ქარაგმულად, სხვა საპატივცემულო სიტყვით მოეხსენებინათ.
* * *
8. სიბერის ჟამს ჩინგიზ ყაენს არაერთხელ აღუნიშნავს – „ახლა ყოველი დღე სინით სავსე მარგალიტებზე ძვირფასია ჩემთვისო”.
* * *
9. ვერაგი იმამებისაგან დევნილ და შევიწროებულ გენიალურ სპარს სწავლულს – ავიცენას, სადილეგოში, დამპალ თივაზე ამოხდა სული.
* * *
10. „დიდი ბიძის უბადრუკი ძმისშვილი”. – ასე დამცინავად მოიხსენიებდა ვიქტორ ჰიუგო ნაპოლეონ ბონაპარტეს ძმისშვილს, საფრანგეთის იმპერატორს – ნაპოლეონ III-ს. – (ავტორი გენია.ჯი)