თეოდორე ღაზისი – „ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, დიდმა ბერძენმა ჰუმანისტმა - თეოდორე ღაზისმა (1370-1475 წლები) თავისი შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსის – არისტოტელეს ქმნილებების თარგმანს შეალია. მათ შორის ყველაზე დიდი ხანი მთარგმნელმა არისტოტელეს „ზოოლოგიის” თარგმნას მოანდომა. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ, რაც ღაზისმა „ზოოლოგიის” თარგმნაზე დაასრულა მუშაობა, წიგნის ერთ-ერთი ეგზემპლარის ყდა იუველირებს ძვირფასი თვლებითა და ოქროთი მოავარაყებინა. ღაზისს სურდა, რომ მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი თარგმანი რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელისთვის მიერთმია საჩუქრად. სიქსტუს IV-მ გულდასმით შეათვალიერა თეოდორეს წიგნი. რამდენიმე ხანში რომის პაპი დაინტერესდა, რა ღირსო ასეთი ყდა. და როდესაც ავტორმა ციფრი დაუსახელა, სიქსტუსმა ბრძანა მიეცათ მისთვის მხოლოდ და მოხლოდ ყდის ფასი, ისე რომ დანარჩენი შრომისთვის არც ერთი გროში არ დაემატებინათ.
დიდი ბერძენი ჰუმანისტი იმდენად შეურაცხყო რომის პაპის ქმედებამ, რომ, როდესაც იგი წმინდა მამის სასახლიდან გამოვიდა, წიგნის ყდაში გადახდილი ფული „მარადიული ქალაქის” სიმბოლოდ ქცეულ მდინარე – ტიბრში გადაისროლა. თავად კი სასოწარკვეთილებაში მყოფმა შიმშილით მოისწრაფა სიცოცხლე. – (ავტორი გენია.ჯი)
სიქსტუს IV