რამდენიმე ფაქტი „ოდეკოლონის” შესახებ…

1. როგორც მრავალი ისტორიული წყარო მოწმობს, სპირტით განზავებულ სურნელოვან ნივთიერებათა ხსნარის – „ოდეკოლონის” მსგავს პარფიუმერულ საშუალებას, ეგვიპტის ერთადერთი ქალი-ფარაონი – ჰატშეფსუტი მოიხმარდა ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით XVI-XV საუკუნეებში. მეცნიერთა მტკიცებით, ხსნარს, რომელსაც ძველი ეგვიპტის დედოფალი მოიხმარდა, ოდეკოლონის მსგავსად, დამზადებული იყო სპირტის, ბერგამოტისა და საკმევლის ნარევისაგან. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. თანამედროვე სახის ოდეკოლონის პირველი რეცეპტი დამზადებული იქნა გერმანულ ქალაქ კელნში პარფიუმერული ფაბრიკის იტალიელი დამაარსებლისა და მფლობელის, პროფესიით აფთიაქარის – ჯოვანი მარია ფარინას (1685-1766 წლები) მიერ 1709 წელს.

* * *

3. კელნში დამკვიდრებულმა ჯოვანი მარია ფარინამ თავის ფაბრიკაში წარმოებულ ინოვაციურ პარფიუმერულ პროდუქტს, რომელმაც შემდგომში გადატრიალება მოახდინა პარფიუმერულ ბაზარზე, კელნისვე საპატივცემულოდ – „Eau de Cologne” ანუ, თარგმანით – „კელნის წყალი” უწოდა.

* * *

4. „სასწაულთმოქმედ ელექსირად” წოდებულ ოდეკოლონს განსაკუთრებით აფასებდნენ ისეთი გენიალური ადამიანები, როგორებიც იყვნენ – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე და რიხარდ ვაგნერი. ამბობენ, რომ მსოფლიო საოპერო მუსიკის მეტრი ყოველთვიურად, ლიტრამდე ოდეკოლონს მოიხმარდაო. ამბობენ იმასაც, რომ, თავისი სიძუნწით ცნობილი ვაგნერი ხშირად ცდილობდა ფასდაკლებით შეეძინა „მამაკაცის ოდეკოლონიო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

5. XVIII საუკუნეში გავრცელებულ ოდეკოლონებს მოჰყვებოდა სპეციალური ინსტრუქცია, რომელიც შემდეგი სახის რეკომენდაციას უწევდა მას: ახალგაზრდებს დღეში საშუალოდ, 20- 30 წვეთი ოდეკოლონი, ხოლო ხანდაზმულებს კი – 50-60 წვეთი ოდეკოლონი უნდა გაეზავებინათ წყალში ან ღვინოში და ასეთი სახით მიეღოთ იგი. ინსტრუქცია გვამცნობდა, რომ იგი გახშირებული გულისცემისა და თავის ტკივილის განსაკურნებლად უებარ საშუალებას წარმოადგენდა.

* * *

6. ოდეკოლონის შექმნიდან ასი წლის გასვლის შემდგომ (1810 წელს), დიდი ფრანგი მხედართმთავრის – ნაპოლეონ ბონაპარტის უშუალო ბრძანების საფუძველზე, სპეციალისტებმა ოდეკოლონის ბაზაზე, სპეციალურად ჯარისკაცებისთვის შექმნეს „ტრაინოი ოდეკოლონის” სახელით ცნობილი სადეზინფექციო საშუალება, რომელსაც იმავე ოდეკოლონისაგან განსხვავებით, სამმაგი – სამკურნალო, ჰიგიენური და სურნელოვანი ეფექტი გააჩნდა.

* * *

7. გარდა გოეთესა და ვაგნერისა, ოდეკოლონს ასევე სისტემატურად მოიხმარდა რუსეთის იმპერატორის – ნიკოლოზ II რომანოვის ოჯახიც. ამბობენ, რომ სამეფო ოჯახი სისტემატურად ყიდულობდა უცხოეთში „კელნის წყალსო”.

* * *

8. 1792 წლის შემოდგომაზე კელნში მდიდარი ბანკირის ვაჟის – ვილჰელმ მიულენსის ქორწილი გაიმართა. აღნიშნულ ქორწილს დაესწრო ბერის სამოსით მოსილი სასულიერო პირი, რომელმაც ახლადჯვარდაწერილ წყვილს საიდუმლოდ გადასცა უცნაური ფორმულებით გაჯერებული ჩანაწერები. როგორც შემდგომში გაირკვა, სასულირო პირი ოდეკოლონის გამომგონებლის – ჯოვანი მარია ფარინას შთამომავალი – ჟან-პაოლო ფარინა გახლდათ, რომელმაც მიულენსების მიერ მისი ოჯახისათვის ადრეულ პერიოდში გაწეული დახმარება არ დაივიწყა და მადლიერების ნიშნად, ახლადდაქორწინებულ წყვილს, მართლაც რომ მეფური საჩუქარი, ყველასათვის უცნობი – „მამაკაცის ოდეკოლონი”-ს დამზადების ფორმულა უსახსოვრა. რეცეპტი რომ კარგ და სანდო ხელში აღმოჩნდა, ამას „მამაკაცის ოდეკოლონის” შემდგომი ისტორიაც თვალნათლივ მოწმობს. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>