“ერანოსი”

“ერანოსი” - გახლდათ გავლენიანი საერთაშორისო ინტელექტუალთა საზოგადოება,რომელიც წარმოადგენდა ინტერდისციპლინარულ სადისკუსიო კლუბს,სადაც მიმდინარეობდა მსჯელობები: კულტურის,რელიგიის,სასულიერო ცხოვრებისა და სხვა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ცხოვრების საკითხების შესახებ.1933 წელს ბრიტანელი ფემინისტის,ეზოთერიზმის მკვლევარისა და თეოსოფოსის – ოლგა ფრიოგე კაპტაინის (1881-1962 წლები),ინიციატივით ჩამოყალიბდა აღნიშნული ინტელექტუალთა კლუბი.აღნიშნული ორგანიზაციის საბაზისო ბაზად შერჩეულ იქნა – ტბა ლაგო-მაჯორეს სანაპირო ტერიტორია (შვეიცარია-იტალიის საზღვარი,ალპების მთების სამხრეთ ნაწილში). (ავტორი გენია.ჯი) ყოველწლიურად აქ იკრიბებოდნენ სხვადსხვა დარგის მეცნიერები: მატემატიკოსები,ბიოლოგები,ისტორიკოსები,ღვთისმეტყველები და სხვა მეცნიერები.ორგანიზაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო პიროვნება გახლდათ,შვეიცარიელი ფსიქიატრი და ღრმა ფსიქოლოგიის უძემდებელი – კარლ გუსტავ იუნგი (1875-1961 წლები),რომელიც აქტიურად იყო ჩართული “ერანოსის” ფუნქციონირებაში.კონფერენციები ტარდებოდა ყოველ წელიწადს და მათი ხანგრძლივობა ერთ კვირას შეადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) მეცნიერები კონფერენციაზე განიხილავდნენ იმ პრობლემატურ საკითხებს,რაც მათ აწუხებდათ და საზოგადოდ ყველას.შესაბამისად იმართებოდა დისკუსიები,რაც ძალიან მნიშვნელოვან ფორმას იძენდა ყველა ზემოთთქმული საკითხების განხილვაში.სახელწოდება “ერანოსი”,აღნიშნული ინტელექტუალური კლუბისათვის,დარქმეულ იქნა გერმანელი თეოლოგის – ოტო რუდოლფის მიერ.”ერანოსის” ცნობილი წარმომადგენლები გახლდნენ: ადო პიერი,ლეო ბეკი,ჟან დანიელუ,მირჩა ელიადე,ჯორჯ სტანნერი და სხვა მეცნიერები.ინტელექტუალთა კლუბმა “ერანოსმა” იარსება სამოცდაათი წლის მანძილზე და საბოლოოდ არსებობა შეწყვიტა 2009 წელს.აღსანიშნავია,რომ “ერანოსს” ორ ეტაპად ყოფენ.პირველი ეტაპი განისაზღვრებოდა 1933-1988 წლების პერიოდად და მეორე ეტაპი 1988-2009 წლების პერიოდად.ამ ხნის მანძილზე კი გამოცემულ იქნა “ერანოსის” წიაღში მიმდინარე ლექციებისა და დისკუსიების 68 ტომი,რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამეცნიერო წრეებში და დღესაც ფართო გამოყენების საგნად არის ქცეული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. (ავტორი გენია.ჯი)