პაკ ჩონ ჰის შესახებ…

„სამხრეთ კორეელი სტალინი”, „სამხრეთ კორეელი პინოჩეტი” და „აზიელი მგელი”. – ასეთი მეტსახელებით მოიხსენიებდა საზოგადოება „სამხრეთ კორეის ეკონომიკური სასწაულის” არქიტექტორსა და სულისჩამდგმელს, დიქტატორული მართვის სტილით გამორჩეულ ქვეყნის რიგით მე-3 პრეზიდენტს – პაკ ჩონ ჰის (1917-1979 წლები). 1972 წლამდე მოკრძალებული ცხოვრების მოყვარულ პაკ ჩონ ჰის მმართველი რეჟიმი ზომიერი ავტორიტარიზმის შიდა-პოლიტიკას აწარმოებდა. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად, სამხრეთ კორეაში ამოქმედდა კანონი, რომელიც ხალხის მასობრივ შეკრებას კრძალავდა. აღნიშნული კანონი გამონაკლისს მხოლოდ ორ შემთხვევაში – ქორწილისა და დაკრძავის დროს უშვებდა. რეპრესიები სამრეთ კორეაში ცხოვრების ყოველდღიურ ნორმად იყო ქცეული. ამის პარალელურად კი, პაკ ჩონ ჰი აქტიურად უწყობდა ხელს ქვეყანაში საბანკო სექტორის განვითარებასა და დასავლური ინვესტიციების შემოდინებას. მიუხედავად წარმატებული ეკონომიკური რეფორმებისა, ქვეყნის მოსახლეობა მაინც უკმაყოფილო იყო არსებული რეჟიმისა. რეჟიმისა, რომელიც სასტიკად უსწორდებოდა თავის პოლიტიკურ ოპონენტებს. 1972 წლიდან ავტორიტარიზმი დიქტატურაში გადაიზარდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ სამხრეთ კორეელი მოქალაქეებისათვის საშიში გახდა წითელი ფერის მქონე ავტომობილების ფლობა და წითელი ფერის ტანისამოსით სარგებლობა. წითელი ფერი ხომ კომუნიზმთან ასოცირდება და, აკი ინტერესდებოდა კიდეც ასეთი მოქალაქეებით სამხრეთ კორეის უშიშროების სამსახური. ციხეები გადაჭედილი იყო ათასობით „სინდისის პატიმრით”.

იმისათვის რომ, მედიისა და პრესის თავისუფლება შეეზღუდა, ანტიკომუნისტმა-დიქტატორმა გამოსცა 20 საკანონმდებლო აქტი. იმ ჟურნალისტებს, ვისაც კონვერტებით სავსე ფულით ვერ ყიდულობდნენ, რეპრესიებს უქვემდებარებდნენ. აკრძალული იყო ხელისუფლების გაკრიტიკება. სამართალდამცველებს მიეცათ უფლება, ნებისმიერი ახალგაზრდა გოგონასათვის გაესინჯათ სახაზავის გამოყენებით კაბის სიგრძე, ხოლო ვაჟებისათვის თმების სიგრძე. გოგონას კაბისა და ვაჟის თმის სიგრძე ხელისუფლების მიერ დადგენილ ნორმებში უნდა ყოფილიყო ჩამდგარი. გრძელთმიან ვაჟებს პოლიციელები ადგილზევე კრეჭდნენ თმას ერთობ დამამცირებელი მეთოდით.

 „საუკეთესო საშუალება, დაიჭირო ოთხი კურდღელი, არის – დაიჭირო ათი, ხოლო შემდეგ გაუშვა ექვსიო”, – ამბობდა ხოლმე სამხრეთ კორეის „სამხრეებიანი პრეზიდენტი”. საბოლოო ჯამში, მეუღლის მკვლელობის შედეგად სრულ პარანოიაში ჩავარდნილი პაკ ჩონ ჰი, მოკლული იქნა სამხრეთ კორეის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის უფროსის – კიმ ჯე გიუს მიერ 1979 წლის 26 ოქტომბერს. მკვლელი თავს პატრიოტული მოტივებით იმართლებდა, თუმცა სიკვდილით დასჯას მაინც ვერ გადაურჩა. – (ავტორი გენია.ჯი)

კიმ ჯე გიუ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>