ამონარიდები მორის დრიუონის რომანიდან – „ძლიერნი ამა სოფლისანი”
„რა მნიშვნელობა აქვს ხნოვანებას. სისულელე არ არის! მართალია, ზოგნი ორმოცდაათი წლის ასაკში იფიტებიან, მთლად ძაბუნდებიან, მაგრამ არიან ისეთებიც, ოთხმოცი წლისაც რომ მაგრად დგანან, როგორც ძველი ციხე, და ჭკუაც მრავალ ახალგაზრდაზე უკეთ უჭრით”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა რამეზე დიდხანს ლაპარაკობენ, ბოლოს და ბოლოს ის სიმართლედ იქცევა ხოლმე”.
* * *
„ცხოვრება არავისთვის არის ადვილი”.
* * *
„ადამიანს ყოველთვის უნდა გვერდით ისეთი ვინმე ჰყავდეს, ვისთანაც თავისუფლად იგრძნობს თავს”.
* * *
„საზოგადოებრივი აზრი ძალაუფლების მისაღწევად ერთ-ერთი საფეხურია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა ქალს ხნიერი საყვარელი ჰყავს, სულ მისი სიკვდილის შიში აქვს, ახალგაზრდას გაიჩენს და ერთთავად სხვა ქალებისა ეშინია – ბოლოს და ბოლოს აუცილებლად წაართმევენ”.
* * *
„ცხოვრება მართლაც უცნაური რამ არის”.
* * *
„სახელის მოხვეჭასაც ისეთივე საფეხურების გავლა სჭირდება, როგორც ყველასთვის უცნობ ადამიანს – წარმატების მისაღწევად”.
* * *
„არსებობს საკითხები, რაზედაც არ ლაპარაკობენ, ანდა, ყოველ შემთხვევაში, ყველაფერს თავის სახელს არ უწოდებენ”.
* * *
„ – გვიმტკიცებენ, თითქოს არმიის ცხოვრება ადამიანებს უკეთ ინახავს, მაგრამ სწორი არ არის. ის ადამიანებს მუმიად აქცევს და მეტი არაფერი. ორმოცდაათ წელს მიღწეული სამხედრო პირი გათავებული კაცია. მე არ შემიძლია ეს ხმამაღლა ვთქვა, მაგრამ სწორედ ასე ვფიქრობ. ამ ასაკში ყველა უნდა გადააყენო. ისინი გამოტვინებამდე მიჰყავს გარნიზონის ცხოვრებას, ტროპიკულ მზეს, ცხენიდან გადმოვარდნას და სამხედრო განაწესის შესრულებას. ერთი რამ კი მართალია: კარგი ტანგამართულობა აქვთ! მაგრამ მათი ტვინის რუხი ნივთიერება გრანიტად იქცევა”. – (ავტორი გენია.ჯი)