ონორე დე ბალზაკი წერდა…

„აბა, რა ვარ მე სამშობლოსთან შედარებით?..” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ყოველი სიმარტოვიდან, ზნეობრივი სიმარტოვე ყველაზე შემაძრწუნებელია”.

* * *

„სიმშვიდის მეტი არაფერი მენატრება!”

* * *

„ცოტა რამ მჭირდება იმისათვის, რომ ბედნიერად ვიგრძნო თავი”.

* * *

„კომბინაცია” – ეს სიტყვა გამოხატავს ბუნდოვანსა და გაურკვეველ მოქმედებას, რაც მოიცავს მუხანათობასაც და უფლებამოსილ საქციელსაც; ეს ერთგვარად ნებადართული მოტყუებაა, ნახევრად კანონიერი და კარგად გათამაშებული ვერაგობა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„უმადურობისა არ მეშინია, თვითონ კი სიკეთის დავიწყება არ მიყვარს”.

* * *

„ერთნი აბელის შთამომავალნი არიან, მეორენი – კაინისა. მე ორივეს სისხლი მირევია. კაინი ვარ მტრებისათვის, აბელი – მეგობრებისათვის. და ვაი მათ, ვინც კაინს გამოაღვიძებს!”

* * *

„მთავრობა იცვლება ერთი პირობით – მარადჟამს იგივე დარჩეს!”

* * *

„ყოველგვარი გარიგება, რაც სიმშვიდეს მომიტანს, ჩემთვის ხელსაყრელია”.

* * *

„ცოდვის რამდენჯერმე მონანიება დიდ ფარისევლობად მიმაჩნია. ორჯერ მომნანიებელი ადამიანი შემაძრწუნებელი მლიქვნელია”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება