ლევან გოთუა წერდა…
„ადამიანს ერთი ფეხის წამოკვრა, ერთი სიკვდილი ჰყოფნის!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – გულახდილად ვიტყვი, ცოტა იქნებ სასაცილოა, მაგრამ საჩვენოში რაც შეჭირვებული ადამიანებია, ყველა ჩემი მოსავლელი მგონია!”
* * *
„საქმე – ახალგაზრდობაშივე ჭკვიანობა და წინწასწრებულობაა, თორემ მოხუცობაში ყველანი ჭკვიანები არიან და წარსულ შეცდომებსაც თავის დროზევე ივიწყებენ!”
* * *
„ხალხი ნიჭის სათავეა”.
* * *
„საერთო ცხოვრება, უკეთუ კეთილ პირზე არის აწყობილი, მაინც აყენებს ადამიანს მართებულ გზაზე, თუ სულ წყალწაღებული არ არის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რა მნიშვნელობა აქვს სიმართლეს, თუკი მას მიმდევრები არ გააჩნია?!”
* * *
„არაფერი ისე სწრაფად არ ძველდება ცხოვრებაში, როგორც ჭინჭები!”
* * *
„აზარტი ისევე გადამდებია, როგორც სახადი”.
* * *
„დიახ, დიახ, ცხოვრებამ კი არ უნდა გაგიმართლოს, შენ უნდა გაამართლო შენი ცხოვრება!”
* * *
„ნუთუ ჩვენი ისტორია – ჩვენი საფლავების ისტორიაა?!” – (ავტორი გენია.ჯი)