ამონარიდები პარმენ ლორიას რომანიდან – „განთიადი ხევში”
„ – როცა ადამიანს კუჭი ეწვის და ოჯახი შიმშილით ეხოცება, არც მეჩეთი ახსოვს და აღარც ღმერთი. თუ კანონი და სამართალია, ღმერთს უნდა ახსოვდეს ასეთი ადამიანი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – რამდენი შეპირება იცით ამ ქალაქელმა ხალხმა. შარშან ერთი კაცი ამოვიდა, სულ შენსავით ჩაცმულ-დახურული, შენებრ ახალგაზრდა და ნასწავლი. ალბათ, იგიც მთავრობის გამოგზავნილი იყო. ჰოდა, იმ დალოცვილმა იმდენი ილაპარაკა, იმდენი რამ შეგვპირდა, იმის მეათედიც რომ გაკეთებულიყო, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა… ერთი თვე ძლივს გაძლო სოფელში, მაგრამ ისე გაიპარა, რომ არავის გაუგია… რას იზამ, ქალაქელებმა ლაპარაკი და ანგარიში იცით, სოფლელებმა მარტო მუშაობა და მორჩილება… თქვენ ლაპარაკით ჭამთ პურს, იცვამთ, იხურავთ, ჩვენ კი მუშაობითაც ვერ ვინახავთ თავს… ეჰ, ალბათ ასე დაუწესებია ღმერთს, სოფლელებისათვის ტანჯვა ურგუნებია, ქალაქელებისათვის ბედნიერება”.
* * *
„ბრიყვებისა და ბეჩების ენას საკეტს ვინ დაადებს, მაგრამ ჭკვიანმა კაცმა თავად უნდა იპოვნოს გონებისა და აზრის საკეტიცა და საშვებიც”.
* * *
„ფუ, რა საძაგელია, როცა მამაკაცები დაჯდებიან და ჭორაობას დაიწყებენ!”
* * *
„ – გლახა პატრონის ყოლას, ობლობა სჯობია. ვინმეს მაინც შეებრალები”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიღარიბე ჯერჯერობით სირცხვილი არაა ჩვენში”.
* * *
„ – კაცს თუ კაცის დაღუპვა უნდა, ყველაფერს მოახერხებს”.
* * *
„ვინ იცის რამდენნაირი ადამიანია ამ ქვეყნად”.
* * *
„ – არაა კარგი, როცა სხვის გაჭირვებას არ განიცდი, არ ეხმარები და არ თანაუგრძნობ”.
* * *
„ნუ გიკვირთ, შეუცდომელი ამ ქვეყნად არავინაა, მით უმეტეს ახალგაზრდა კაცი”. – (ავტორი გენია.ჯი)