სოკრატე – „ეპიზოდი”
როდესაც დელფოსელმა ორაკულმა – პითიასმა დიდ ძველ ბერძენ ფილოსოფოსს – სოკრატეს (ძვ.წ.აღ-ით 469-399 წლები) ყველაზე ბრძენი ადამიანი უწოდა, ეს უკანასკნელი უკიდურესად გაკვირვებული დარჩა. (ავტორი გენია.ჯი) საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ადამიანის შინაგანი სამყაროს ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე საკუთარ თავს არა მხოლოდ ბრძენად, არამედ გონიერ ადამიანადაც კი არ მიიჩნევდა. სოკრატე ამბობდა, რომ „ჭეშმარიტების მოყვარული” იყო, რაც ითარგმნებოდა, როგორც – „ფილოსოფოსი”.
პითიასის სიტყვებმა ფილოსოფოსი დააფიქრა პირადად შეემოწმებინა, როგორები იყვნენ სინამდვილეში სიბრძნით მოსილი ადამიანები. ამ მიზნით იგი იმ პერიოდის ელადაში სახელმოხვეჭილ სოფისტებს, ანუ „მასზე გონიერ” ადამიანებს დაუკავშირდა. რამდენიმე ხანში მან დაადგინა, რომ სოფისტები სულაც არ გამოირჩეოდნენ სიბრძნით, რადგან ბევრ მის უხერხულ შეკითხვაზე არ გააჩნდათ პასუხები. სწორედ მაშინ წარმოთქვა სოკრატემ თავისი საყოველთაოდ ცნობილი ფრაზა: „მე ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი, მაგრამ სხვებმა ეს არ იციანო”. – (ავტორი გენია.ჯი)