რეზო ამაშუკელი – „ქუჩები წვიმით გადაიფერა”

ქუჩები წვიმით გადაიფერა

და შემოდგომამ მოხურა კარი,

გამოთხოვების ყვითელ სიმღერას

ვიოლინოებს ურიგებს ქარი.

* * *

მაღალი ჭაქა სავსეა ისევ,

ცისფერ მუსკით და შეცდომებით,

დაცლი და მერე თავიდან იწყებ,

განმეორებით და მონდომებით.

* * *

და მთელ სხეულში დაფანტულ ნერვებს,

სული გადაქსოვს, როგორც ობობა,

გადანათებულ სარკმელის მერე,

არის სიჩუმე და მარტოობა.

* * *

შენს მოგრძო თვალებს და ფართო თვალებს,

ქუჩა ათასგვარ ჩრდილებით ავსებს

და მოგონება დღეისთვის მსგავსი

საღამოსავით მკრთალდება ასე.

* * *

ქუჩები წვიმით გადაიფერა

და შემოდგომამ მოხურა კარი,

გამოთხოვების ყვითელ სიმღერას

ვიოლინოებს ურიგებს ქარი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>