ფილიპ დორმერ სტენჰოპი (ლორდი ჩესტერფილდი) წერდა…

„გონიერი კაცი შეიძლება ჩქარობდეს, მაგრამ ნაჩქარევად არასოდეს არაფერს არ გააკეთებს. მან იცის, რომ რაც ნაჩქარევია, უცილობლად ცუდი ნაკეთებია”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„შეეცადე შეიძინო მეტი მეგობარი და ნაკლები მტერი. მეგობრებს რომ ვახსენებ, მხედველობაში არა მაქვს ყველაზე ახლო და განუყრელი მეგობრები, როგორიც ადამიანს ხუთ-ექვსზე მეტი არ შეიძლება ჰყავდეს მთელი სიცოცხლის მანძილზე, არამედ ვგულისხმობ მეგობარს, ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით, სხვანაირად რომ ვთქვათ, ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარენი კარგს უფრო გაგიკეთებენ, ვიდრე ცუდს, მეტს კი არაფერს”.

* * *

„ხშირად, მიზნის მისაღწევად და იმისათვის, რომ ამაღლდე, დათმობა და თავის დამცირებაც კი მოგიხდება. პავლე მოციქულის მსგავსად ყველასათვის ყველაფრად უნდა იქცე, ზოგიერთების განწყობა რომ დაიმსახურო”.

* * *

„უკეთესია ზრდილობიანი უარი უთხრა ვინმეს თხოვნაზე, ვიდრე არათავაზიანად დააკმაყოფილო იგი”.

* * *

„ასე იქნება ყოველთვის. ყოველგვარი მრავალრიცხოვანი თავყრილობა, როგორი ადამიანებისგანაც არ უნდა შედგებოდეს იგი, სხვა არაფერია, თუ არა ბრბო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ხალხს აღაფრთოვანებს მეცნიერის ცოდნა, გმირის მამაცობა და სტოიკოსის კეთილშობილება, მაგრამ თუ ცოდნას თან არ ახლავს – ქედმაღლობა, მამაცობას – სისასტიკე, ხოლო კეთილშობილებას – სიმკაცრე, ასეთი ადამიანი არასოდეს ეყვარებათ. შვედეთის მეფის, კარლ მეთორმეტის გმირობამ, თუ მის თავზეხელაღებულ გამბედაობას შეიძლება ასე ვუწოდოთ, საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია, მაგრამ სიყვარულით არავის ყვარებია”.

* * *

„ხელებს მხოლოდ ხეპრეები უშვებენ ნებაზე”.

* * *

„ის, რისი კეთებაც უადგილოა, საერთოდ არ უნდა აკეთო”.

* * *

„სიყმაწვილეში ადამიანები ადვილად ტყუვდებიან. ისინი ჭკუას სწავლობენ მაშინ, როდესაც უკვე გვიანია”.

* * *

„ხალხს უმეტესად მართავს არა იმდენად ის, რაც სინამდვილეში არსებობს, არამედ ის, რაც მათ ჰგონიათ”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>