ალექსანდროს I – „ეპიზოდი”
პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას ერთ-ერთ განადგურებულ გერმანულ ბლინდაჟში ბერძენმა სამხედროებმა აღმოაჩინეს სუფთა სისხლის მქონე გერმანული ნაგაზის ლეკვი, რომელიც შემდგომ საბერძნეთის მეფეს – ალექსანდროს I გლიუქსბურგს წარუდგინეს. მონარქი პატარა ოთხფეხა არსებამ იმდენად აღაფრთოვანა, რომ იგი იჩუქა მპოვნელებისგან. (ავტორი გენია.ჯი) მაშინ მეფე ვერაფრით წარმოიდგენდა, სწორედ ის ლეკვი თუ გახდებოდა მისთვის საბედისწერო მოვლენის უმთავრესი შემოქმედი, უნებლიე ხელშემწყობი.
ალექსანდროსმა თავის საყვარელ ლეკვს სახელად – „ფრიცი” უწოდა. გერმანული ნაგაზის ნაშიერი საზიზღარი თვისებებით გამოირჩეოდა. ლეკვი ხშირად „ხულიგნობდა”, სამეფო სასახლის აპარტამენტებში ამსხვრევდა ლარნაკებსა და სარკეებს. მიუხედავად ამისა, პატრონი მაინც დიდსულოვნად უნდობდა ფრიცს უკიდურესად გამაღიზიანებელ ანცობებს.
1920 წლის 2 ოქტომბერს, ალექსანდროსი თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად ტატოის ბაღში სეირნობდა. ადგილობრივი მებაღე არა მარტო ეგზოტიკური მცენარეების მაღმერთებელი, არამედ ეგზოტიკური ცხოველების მაღმერთებელი მნეც გახლდათ. ამიტომაც ჰყავდა მას ტატოის ბაღში რამდენიმე მოშინაურებული წყვილი ბერბერული მაკაკა-მაგოტის წყვილისა, რომლებიც ერთობ აგრესიული ხასიათით გამოირჩეოდნენ. ფრიცმა როგორც კი დაინახა ერთ-ერთი მდედრი მაგოტისა, მასზე თავდასხმა განახორციელა. ცხოველთა შორის ორთაბრძოლა იმდენად გამძაფრდა, რომ მათ დასაშოშმინებლად საქმეში თავად ალექსანდროსი ჩაერთო. იმისათვის, რომ ერთმანეთის დაგლეჯის მოსურნე ცხოველები გაეშველებინა, მეფემ ხელჯოხის გამოყენება სცადა. თავის მხრივ, აღნიშნული ფაქტის შენიშნვნისთანავე მამრი მაგოტი პარტნიორის დასაცავად ამოქმედდა. იგი მონარქს თავს დაესხა, რა დროსაც ფეხსა და ტორსოზე ღრმად დაკბინა.
ცხოველებს შორის ატეხილი სამკვდრო-სასიცოცხლო ორთაბრძოლა უმალვე შეწყდა. მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდროსი ძალიან გააბრაზა მომხდარმა ფაქტმა, იგი მაინც კამოყოფილი დარჩა იმითი, რომ მისი საყვარელი ფრიცი რამდენიმე ნაკაწრით გადაურჩა გაავებულ მაიმუნს. მეორეს მხრივ, მეფეს მედიკოსებმა სისხლი ვერ შეუჩერეს. რამდენიმე ხანში მონარქს სპაზმები დაეწყო, აუწია ტემპერატურამაც. ინფექციის შეჭრის შედეგად ალექსანდროსს სეფსისი განუვითარდა, რასაც ემსხვერპლა კიდეც სულ რაღაც ოცდაშვიდიოდე წლის ასაკში.
ტატოის სამეფო ბაღში მაიმუნის კბენამ სრულიად შეცვალა საბრძნეთში პოლიტიკური ვითარება. მეფის ტრაგიკული აღსასრულის შემდგომ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საბერძნეთში რესპუბლიკის ჩამოყალიბება აუწყა ხალხს, თუმცა მაშინ მისმა იდეამ სათანადო მხარდაჭერა ვერ ჰპოვა მოსახლეობაში. ცნობილია ისიც, რომ ამ ტრაგიკულმა მოვლენამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ევროპულ სახელმწიფოთა ძალთა ბალანსზეც. – (ავტორი გენია.ჯი)