ანტონი ვან ლევენჰუკი
ანტონი ვან ლევენჰუკი - დაიბადა 1632 წლის 24 ოქტომბერს ქალაქ დელფტში (ნიდერლანდები).იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ნიდერლანდელი ნატურალისტი და მეცნიერი,რომელმაც შექმნა პირველი სამეცნიერო მიკროსკოპი და სათავე დაუდო მიკროსკოპული მეცნიერების განვითარებას.ლევენჰუკი წარმოადგენდა ფილიპო ტონისზონის ვაჟს,რომელიც თავის მხრივ პროფესიით კალათების დამზადების ოსტატი იყო. (ავტორი გენია.ჯი) ანტონმა გვარი (ტონიზსონი) გადაიკეთა,მის სახლთან და მეზობელ სახლებთან მდებარე “ლომის კარებების” სახელწოდებების მიხედვით,რომელთაც ნიდერლანდულად “Leeuvenpoort”-ს უწოდებდნენ.”ჰუკ”-ი ფსევდონიმია,რომელიც აღნიშნავს “კუთხეს”.შედეგად მან ეს ორი სახელი გააერთიანა და გვარად მიიღო – ლევენჰუკი.მამა გარდაეცვალა ექვსი წლის ასაკში,რის შემდეგაც დედამ – მარგარეტ ვან დერ ბერჰმა,სასწავლებლად ქალაქ ლეიდენის ქალაქგარეთ მდებარე გიმნაზიაში მიაბარა.მის აღზრდაზე და განათლების მიღებაზე დიდი გავლენა იქონია ბიძამ,რომელმაც შეასწავლა მათემატიკა და ფიზიკა.1648 წელს მიემგზავრება ამსტერდამში “ბუღალტერის პროფესიის” შესასწავლად.თუმცა ამის ნაცვლად მუშაობას იწყებს გალანტერიის სავაჭრო დუქანში.აქვე ნახა პირველად პატარა მიკროსკოპი,რომელიც ასევე პატარა შტატივზე იდგა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ ხელსაწყოს ფეიქრის მუშები გამოიყენებდნენ იშვიათად.მალევე მან ასეთივე მიკროსკოპი შეიძინა და 1654 წელს დაბრუნდა მშობლიურ დელფტში,სადაც შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე იცხოვრა.თავს ვაჭრობით ირჩენდა,თუმცა დაიწყო მიკროსკოპის გამოყენება,სამეცნიერო მიზნებისათვის.არის ცნობები,რომ ანტონი მეგობრობდა გამოჩენილ ნიდერლანდელ მხატვარ – იან ვერმეერთან.იგი გაეცნო ნაშრომს,ინგლისელი ბუნებისმეტყველის,გამომგონებლისა და ფიზიკოსის რობერტ ჰუკისა (1635-1703 წლები) – “მიკროგრაფია”,რომელიც გამოქვეყნდა 1665 წელს.სწორედ ეს წიგნი იქცა საბოლოო ჯამში მისი სამეცნიერო მოღვაწეობის უმთავრეს სამაგიდო წიგნად და იგი დაინტერესდა გარემომცველი ბუნების შესწავლით,მიკროსკოპის საშუალებით.იტალიელ ბიოლოგთან მარჩელო მალგირისთან ერთად შემოიღო მიკროსკოპი,როგორც ზოოლოგიური დაკვირვების ხელსაწყო.თავისივე ხელით დაამზადა ლინზები,ფილიგრანული გახეხვის მეთოდით.ამ ლინზებზე მუშაობა დიდ სიზუსტეს და უზარმაზარ ენერგიას მოითხოვდა და ზომებითაც სხვა ანალოგებთან შედარებით უფრო მოზრდილი იყო. (ავტორი გენია.ჯი) თავის დაკვირვებებს ანტონი დღიურებსა და წერილებში წერდა,რომელთა რაოდენობამ 300 ეგზემპლარს მიაღწია.ამ ნაშრომებს იგი “ლონდონის სამეფო საზოგადოებაში” 50 წლის მანძილზე გზავნიდა.ასევე მისი დაკვირვების შედეგებს აცნობდა სხვადსხვა მეცნიერებს.მისი პირველი წერილი გამოქვეყნებულ იქნა 1673 წელს “ლონდონის სამეფო საზოგადოების” ჟურნალში – “ფილოსოფიური ჩანაწერები”.1676 წელს მისი მეცნიერული მიღწევები საფრთხის ქვეშ დადგა,მაშინ როდესაც გამოაქვეყნა ერთუჯრედიან ორგანიზმებზე დაკვირვების შედეგები.რადგან იმ პერიოდისათვის მათ შესახებ არაფერი იყო ცნობილი.მიუხედავად უამრავი სკეპტიკოსისა მან საბოლოოდ მათზე გამარჯვება მოიპოვა და დაარწმუნა ისინი თავისი ნაშრომების უტყუარობაში.1680 წლის 8 თებერვალს ანტონი არჩეულ იქნა “ლონდონის სამეფო საზოგადოების” სრულუფლებიან წევრად,თავისი შესანიშნავი აღმოჩენების და მეცნიერებისათვის უცნობი ფაქტების გამოკვლევებისათვის.მან პირველმა აღმოაჩინა – ერიტროციტები,აღწერა ბაქტერიები 1683 წელს,დაადასტურა მიკრობების არსებობა და კიდევ უამრავი აღმოჩენების ავტორიც შეიქნა.ანტონი ვან ლევენჰუკი გარდაიცვალა 1723 წლის 26 აგვისტოს მშობლიურ ქლაქ დელფტში.მისი მეცნიერული მიღწევების გამო ეს უდიდესი მეცნიერი შეყვანილ იქნა 100 საუკეთესო გენიოსთა სიაში. (ავტორი გენია.ჯი)