ამონარიდები სერგო კლდიაშვილის რომანიდან – „მყუდრო სავანე”
„ცხოვრება, საერთოდ, მარტივი ამბავი არ არის, განსაკუთრებით კი ახლა, როცა ყველაფერი გართულდა.” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცი რომ ნამუსგარეცხილი იქნება, მისგან ყველაფერს უნდა ელოდე…”
* * *
„კაცის გული გაუმაძღარია”.
* * *
„ოხერ ოქროს ყველაფერი შეუძლია”.
* * *
„იმისათვის, რომ ადამიანის სულის სიღრმეს ჩაწვდე, განა გაუთავებელი ტრიადებია საჭირო?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ძნელი არაფერია, თუ ნიჭი ხელს გიწყობს”.
* * *
„ – წითელ ვარდს თავისი დანიშნულება აქვს, ჩაის ვარდს კიდევ თავისი… აი, ვთქვათ, გიყვართ ვინმე და გინდათ გრძნობა გაუმჟღავნოთ, თუ წითელი მიართვით, ეს იმას უდრის, რომ უკვე ყველაფერი თქმულია. იმ შემთხვევაში, თუ თქვენმა სატრფომ მიიღო ყვავილი, გულზე დაიბნია და კოკორს პირი ზევით უქნა, ეს ამბავი უტყუარი ნიშანია, რომ იმასაც უყვარხართ. მაგრამ თუ თავუკუღმა დაჰკიდა, ამით განიშნათ – ჩემი გული სხვას ეკუთვნისო. რაც შეეხება ჩაის ვარდს, მას მიართმევენ ხოლმე სამუდამოდ განშორების ჟამს”.
* * *
„ – დარდს თავი არ უნდა დაუდო, ჩემო ბატონო, თორემ…”
* * *
„ – მშიერი არ უნდა გააძღო. გაძღება და თავზე დაგაჯდება, თავსლაფს დაგასხამს, ქვეყანაში შეგარცხვენს… მეუბნებოდნენ, მაფრთხილებდნენ. არ მჯეროდა მე უბედურს. დიახ, მშიერი არ უნდა გააძღო, მშიერი მშიერად უნდა მოკვდეს!”
* * *
„პირველი შეცდომა ყველას ეპატიება”. – (ავტორი გენია.ჯი)